ფეხბურთი

18:21 | 6.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარმა პსჟ-სთან მოლაპარაკებები შეაყოვნა, მას მესითან თამაში უნდა

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ შემტევმა ნეიმარმა კლუბთან ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები შეაყოვნა. ამის შესახებ L’Equipe წერს.

სამხრეთ ამერიკელი ბოლო პერიოდში აქტიურად და წარმატებით აწარმოებდა მოლაპარაკებებს პარიზელებთან, მაგრამ ახლა ვითარება შეიცვალა. აღსანიშნავია, რომ მას ლიონელ მესისთან თამაში სურს და არგენტინელი უფრო ახლოსაა „ბარსელონაში“ დარჩენასთან, ვიდრე პსჟ-ს ძვირადღირებული კონტრაქტის მიღებასთან.

ესპანური მედია კი წერს, რომ ნეიმარი სწორედ „ბარსელონაში“ მიმდინარე მოვლენებს და ქმედით ნაბიჯებს ელოდება, ამიტომაც ცდილობს პსჟ-ს მოლაპარაკებები დროში გაწელოს.

ნეიმარს „პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება და თუ მას არ განაახლებს, პარიზულ კლუბს ალბათ, ზაფხულში მასთან შელევა მოუწევს, რადგან შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდება. შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი პსჟ-ს 2017 წელს „ბარსელონადან“ შეუერთდა.

0.169309