Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ზლატანის ბოლო ნაკრებში?
2016-06-22 11:35 | ნახვები: 6601
123456789
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

E ჯგუფში ბელგიისა და შვედეთის ნაკრებები გაარკვევენ ურთიერთობას. ნიცაში, “სტად დე ნიცაზე” ორივე გუნდი ძალზე მოტივირებული გავა მოედანზე, რადგან ბოლო ტურის წინ გარანტირებული არაფერი აქვთ. ბელგიას პლეი-ოფში გასასვლელად ქულაც ეყოფა, მაგრამ თუ წააგო, დიდი შანსია სამშობლოში ნაადრევად დაბრუნდეს. შვედეთის ნაკრების ერთადერთი ხსნა კი, მხოლოდ გამარჯვება იქნება. სხვა შედეგი სკანდინავიელებს არ აწყობთ. სხვათა შორის, ლეგენდარული ზლატან იბრაჰიმოვიჩი ევროპის ჩემპიონატის მერე სანაკრებო კარიერას დაასრულებს და დიდი შანსია, ზლატანმა დღეს ბოლოჯერ ითამაშოს თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში. ესეც კიდევ ერთი სტიმული შვედეთის ნაკრებისთვის.

სხვათა შორის, პირველი-ორი ტურის მერე შვედეთი ერთადერთი ნაკრებია, რომელსაც კარის ჩარჩოში ზუსტად ჯერაც არ დაურტყამს და თუ მერვედფინალში გასვლა უნდა ამ კომპონენტში აუცლებლად მომატება მართებს. იბრას გარდა, შვედეთის ნაკრებს მთავარი მწვრთნელი, ერიკ ჰამრენიც ტოვებს და ბუნებრივია, გამოცდილ სპეციალისტს მარცხით წასვლა არ ენდომება. სხვა საკითხია, რამდენად მოახერხებს საკმაოდ უფერულად მოთამაშე შვედეთი ბელგიის ნაკრების ძლევას.

იმ ბელგიის ნაკრებს, რომელმაც მეორე ტურში ირლანდიას ერთი ამოსუნთქვით მოუგო და შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა. მარკ ვილმოტსის გუნდმა თავისი გულშემატკივრების მოლოდინი როგორც იქნა გაამრთლა და ახლა იმედის გაქარწყლება არ ივარგებს. სხვათა შორის, ვილმოტსი ევრო 2000-ის ჯგუფურ ეტაპზე შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ, როგორც ფეხბურთელი ისე თამაშობდა. მაშინ მასპინძელმა ბელგიამ ბარტ გოორისა და ემილ მპენზას გოლებით იმარჯვა (2:1), ხოლო საბოლოოდ, ჯგუფიდან ვერცერთი გავიდა.

გამოსარჩევია, რომ შვედეთის ნაკრებს ბელგია 1961 წლის მერე არ დაუმარცხებია. ამ უსიამოვნო სერიის შეწყვეტის ჩინებული შესაძლებლობა აქვს. მთლიანობაში მათი ურთიერთდაპირისპირება 14 თამაშს ითვლის და უპირატესობა “წითელი ეშმაკების” მხარესაა – 7 მოგება, 2 ფრე, 5 წაგება.

ერიკ ჰამრენი (შვედეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ზლატანი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე როგორც მისი წარსული. საკვალიფკაციო ეტაპს მის გარეშე ვერ გავივლიდით. ჩვენი შეტევისთვის იგი ფუნდამენტურად საჭიროა, მაგრამ მარტო მასზეც არ ვართ დამოკიდებულნი. მთელ გუნდს თავდამსხმაში უკეთ თამაში შეუძლია.

ბელგიის ნაკრებს პატივი უნდა ვცეთ. მათი შეტევა ძალიან ძლიერია და ბევრი ტექნიკური მოთამაშე ჰყავთ. აუცილებლად უნდა გავაჩეროთ, თორემ მომენტებს ისინი არ გაანიავებენ. ფეხბურთელებისადმი ჩემი მესიჯია, რომ წაგებით არაფერს ვკარგავთ და ამიტომაც უნდა გავრისკოთ, რადგან დადებითი შედეგის შემთხვევაში ჩვენ მომდევნო ეტაპზე გავალთ.

მარკ ვილმოტსი (ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ზლატან იბრაჰიმოვიჩი ძალიან სახიფათოა, რადგან არ უნდა, რომ დღეს ნაკრებში ბოლოჯერ ითამაშოს. თუმცა, დღეს ყველაფერი ჩვენს ხელთაა. ჩვენთვის ეს ფინალის ტოლფასი თამაშია და იმედია, წარმატებას მივაღწევთ. ბურთზე კონტროლი უნდა დავაწესოთ, შევქმნათ და გამოვიყენოთ მომენტები.

შვედეთი ძალიან შეკრული გუნდია. თავს კარგად იცავენ ერთ ხაზზე მდგომი ოთხი ფეხბურთელით და წინ ორი შესანიშნავი თავდამსხმელი ჰყავთ, ამიტომა კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ”.

სავარაუდო შემადგენლობა

შვედეთი – ბელგია

ნიცა, “სტად დე ნიცა”

22 ივნისი, 23:00 საათი

შვედეთი (4-4-2): ისაკსონი; ლინდელოფი, იოჰანსონი, გრანქვისტი, ოლსონი; ლარსონი, ეკდალი, კალსტრომი, ფორსბერგი; ბერგი, იბრაჰიმოვიჩი

მწვრთნელი: ერიკ ჰამრენი

ბელგია (4-2-3-1): კურტუა; მუნიე, ალდერვეიელდი, ვერმაელენი, ვერტონგენი; ნაინგოლანი, ვიტსელი; მერტენსი, დე ბრუინი, აზარი; ლუკაკუ

მწვრთნელი: მარკ ვილმოტსი

მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.045457