იტალიის ნაკრებისა და ტურინის “იუვენტუსის” მცველი ლეონარდო ბონუჩი მიიჩნევს, რომ ბელგიასთან ჩატარებული მატჩი მათთვის ამ ტურნირზე საუკეთესო არ იქნება. როგორც 28 წლის მცველმა განაცხადა, ეს მხოლოდ დასაწყისია.
“ჩვენ კარგად დავიწყეთ, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. ეს გამარჯვება ძალას მოგვცემს, რომ ასევე გავაგრძელოთ. ჩვენი პროექტი ყველას მიერაა ორგანიზებული. ვამაყობთ იმით, რაც გავაკეთეთ – ჯაკერინი შეუდარებელი გახლდათ. მან გოლის მომენტში წარმოუდგენელი პაუზა გააკეთა. ახლა მხოლოდ შვედეთთან თამაშზე ვფიქრობთ, ადვილი არაა ყოველ სამ დღეში თამაში”, - განაცხადა ბონუჩიმ.
იტალიის ნაკრებმა რომ ბელგია დაამარცხა, ამაში ლეონარდო ბონუჩის დიდი წვლილი მიუძღვის. ცენტრალურმა მცველმა გარდა იმისა, რომ თავისი უშუალო მოვალება ჩინებულად შეასრულა, 32-ე წუთზე ემანუელე ჯაკერინის საოცარი საგოლე გადაცემა გააკეთა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია