იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ შვედეთთან მოგებული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ "სკუადრა აძურამ" მძიმე ბრძოლა გადაიტანა.
"რთული და მძიმე მატჩი გამოვიდა. პირველი ტაიმი უფრო რთულად წარიმართა. შევდები ბურთს კარგად აკონტროლებდნენ, სემდეგ კი მეტოქემ პრაკტიკულად არაფერი გააკეთა. მომენტებს ჩვენ ვქმნიდით და გოლიც გავიტანეთ. იტალიის მერვედფინალში გასვლას ორი მატჩის შემდეგ ვინ იფიქრებდა? ტურნირზე ასპარეზობა ასე პოზიტიურად უნდა გავაგრძელოთ." - ციტირებს Rai Sport-ი კონტეს სიტყვებს.
იტალიამ შვედეთი ედერის გოლის წყალობით 1:0 დაამარცხა და შემდეგი ეტაპის საგზური ერთი მატჩით ადრე გაინაღდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია