ბელგიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ ირლანდიასთან მოგებული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ "წითელმა ეშმაკებმა" კრიტიკოსებს აღნიშნული გამარჯვებით უპასუხა.
"ბელგიამ კრიტიკოსებს კარგად უპასუხა. ჩვენ გავაკეთეთ ის რაც უნდა განგვეხორციელებინა. კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ და კარი მშრალად შევინახეთ. ახლა კი მომავალ შეხვედრაზე დავიწყებთ ფიქრს." - ციტირებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი ლუკაკუს სიტყვებს.
ბელგიამ ირლანდია 3:0 დაამარცხა და "ევერტონის" თავდამსხმელმა თავი დუბლით გამოიჩინა. პირველ ტურში მარკ ვილმოტსის შეგირდები იტალიასთან 0:2 დამარცხდნენ. ამჯერად კი გუნდმა 3 ქულა მოიპოვა და მერვედფინალში გასვლის შანსები გაიზარდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია