Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
სასწაული ტულუზაში
2016-06-21 01:39 | ნახვები: 10863
123456789
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

თუ სტატისტიკას მოვიხმობთ, რუსეთს და უელსს ერთმანეთთან ცხრაჯერ ეთამაშათ. ხუთჯერ რუსებს მოეგოთ, ერთხელ უელსელებს, სამი მატჩი კი ფრედ დამთავრებულიყო. ამისდაკვალად, რუსები თითქოს წყვილის ფავორიტები იყვნენ, თანაც პლეი ოფის გზას სლუცკის შეგირდებს მხოლოდ გამარჯვება უხსნიდა. მაგრამ მინდორზე ისეთი ამბები მოხდა, ვერავინ წარმოიდგენდა. ეს, ალბათ, რუსების უცუდესი თამაში იყო ტურნირზე. მათ არაფერი გამოსდიოდათ, ბეილი, რემზი და დანარჩერნებიც, კი თითქოს დასცინოდნენ მოწინააღმდეგეს.
სლავებმა მიუტევებელი შეცდომები დაუშვეს დაცვაში და ამადაც განადგურდნენ. სამივე გოლისას ბრიტანელები აკინფეევის პირსპირ რჩებოდნენ. ანგარიში მე-11 წუთზე გაიხსნა. რუსებმა მოედნის ცენტრში დაკარგეს ბურთი და კოულმენის შეგირდებმა ელვისებური კონტრშეტევით უპასუხეს. ჯო ალენმა შესანიშნავი პასით აარონ რემზი აკინფეევს შეატოვა და "არსენალის" შუახაზელს გატანა არ გასჭირვებია. ცხრა წუთში რუსთა დაცვამ კიდევ ერთი შეცდომა დაუშვა. შიროკოვმა ბურთი კი მოიგერია, მაგრამ პირდაპირ ტეილორს ჩააბარა, რომელიც აკინფეევის პირისპირ დარჩა და - 0:2.
სურათი არც მეორე ტაიმში შეცვლილა. რუსებმა თითქოს სცადეს გაბრძოლება, მაგრამ ეს აშკარად არ იყო მათი დღე. ბეილმა ისევ გაიტანა. რემზიმ ერთი შეხებით გააბითურა მოწინააღმდეგის დაცვა, "რეალის" ვარსკვლავს უპასა და ამანაც თავისი მესამე გოლი შეაგდო ტურნირზე.
მერვედფინალში მათი მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა. სლოვაკეთ-ინგლისის მატჩზე კი სათქმელი ბევრი არაფერია. რამდენიმე ნახევარმომენტი, სულ ეს იყო. შესაძლოა, მეტოქეებს ფრე აწყობდათ და ამიტომაც არ რისკავდნენ. დასაწყისშივე ვარდის შეეძლო გატანა, მაგრამ ვერ ივარგა. მერე კი ბურთი ცენტრში ტრიალებდა. ბრძოლა ბევრი იყო, სანახაობა - ცოტა. მეორე ნახევარში რუნის მინდორზე გამოსვლამ თითქოს მეტი სიმწვავე შესძინა ბრიტანელთა შეტევებს, მაგრამ რეალურ საგოლე მომენტებამდე საქმე არ მისულა. ბოლოსკენ ჰოჯსონმა კეინიც შეუშვა მინდორზე, მაგრამ "ტოტენჰემის" შემტევი აშკარად გადაღლილია.


რუსეთი - უელსი 0:3 (0:2)
20 ივნისი. ტულუზა. "სტადიომ-დე-ტულიზი." 28 840
რუსეთი:
აკინფეევი, ვასილი ბერეზუცკი (ალექსეი ბერეზუცკი 46), იგნაშევიჩი, სმოლნიკოვი, კომბაროვი, შიროკოვი (გოლოვინი 52), მამაევი, გლუშაკოვი, სმოლოვი (სამედოვი 70), კოკორინი, ძიუბა
მწვრთნელი: ლეონიდ სლუცკი
უელსი: ჰენესი, განტერი, ტეილორი, ეშლი უილიამსი, ჩესტერი, დევისი, ბეილი (ჩერჩი 83), ლედლი (კინგი 76), ალენი (ედუარდსი 74), რემზი, ვოუკსი
მწვრთნელი: კრის კოულმენი
გოლები: 0:1 რემზი (11), 0:2 ტეილორი (20), 0:3 ბეილი (67)
გაფრთხილება: ვოუკსი (17); მამაევი (65)
მსაჯი: იუნას ერიკსონი (შვედეთი)
ბურთის ფლობა: 51%-49%, კარისკენ დარტყმა: 2-8, ჯარიმა: 9-6, კუთხური: 4-5, თამაშგარე: 1-3


სლოვაკეთი - ინგლისი 0:0
20 ივნისი. სენტ-ეტიენი. "ჟოფრუა-გიშარი." 39 051
სლოვაკეთი:
კოზაჩიკი, შკრტელი, ჰუბოჩანი, პეკარიკი, დიურიცა, ჰამშიკი, კუცკა, პეჩოვსკი (დიომბერი 67), დუდა (შვენტო 57), ვაისი (შკრინიარი 78), მაკი
მწვრთნელი: იან კოზაკი
ინგლისი: ჰარტი, კეჰილი, ბერტრანდი, კლაინი, სმოლინგი, დაიერი, ლალანა (ალი 60), ჰენდერსონი, უილშირი (რუნი 56), სტარიჯი (კეინი 76), ვარდი
მწვრთნელი: როი ჰოჯსონი
გაფრთხილება: პეჩოვსკი (24); ბერტრანდი (52)
მსაჯი: კარლოს ველასკო კარბალიო (ესპანეთი)
ბურთის ფლობა: 35%-65%, კარისკენ დარტყმა: 2-7, ჯარიმა: 7-11, კუთხური: 0-11, თამაშგარე: 1-1


B ჯგუფის საბოლოო ცხრილი:

1. უელსი 3 2 0 1 6:3 6
2. ინგლისი 3 1 2 0 3:2 5
3. სლოვაკეთი 3 1 1 1 3:3 4
4. რუსეთი 3 0 1 2 2:6 1


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.045265