Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
გერმანიის იოლი გასეირნება
2016-06-26 23:15:00
“სტად პიერ მაროუზე” გამართულ 1/8 ფინალურ მატჩში ერთი წუთითაც არ დამდგარა კითხვა იმის შესახებ, თუ ვინ გავიდოდა შემდეგ ეტაპზე. გერმანიის ნაკრებმა პირველივე წუთებიდან უდიდესი უპირატესობა მოიპოვა, სლოვაკეთს სამი უპასუხო ბურთი გაუტანა და 1/4 ფინალში ძალიან იოლად გავიდა.
16 წლის შემდეგ საფრანგეთმა პლეი-ოფის მატჩი მოიგო და მეოთხედფინალშია
2016-06-26 19:40:00
ევრო 2016-ის მასპინძელი და ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი საფრანგეთის ნაკრები მძიმე ბრძოლის შედეგად, მაგრამ მაინც მეოთხედფინალშია და ახლა მომავალ მეტოქეს ელოდება. მძიმე ბრძოლა ვახსენეთ, მაგრამ ვინც თამაშს უყურა, ან სტატისტიკურ მონაცემებს ჩახედა, დაჰვეთანხმება - ძნელია მაინც მძიმე ბრძოლა უწოდო. უბრალოდ, თამაშის მიმდინარეობა ერთი ხანობა და ანგარიში მოგვიწოდებს ასე ვთქვათ.
უსახურ მატჩში პორტუგალიას გაუმართლა
2016-06-26 02:30:00
“სტად ბოლერ-დელიზე” გამართული 1/8 ფინალური ეტაპის მატჩი მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ერთ-ერთი ყველაზე უსახური გამოდგა. ხორვატიისა და პორტუგალიის ნაკრებებმა 117 წუთის განმალობაში კარის მიმართულებით ზუსტად ვერ დაარტყეს, ხოლო ბოლოს “ლუზიტანებს” გაუმართლათ და 1/4 ფინალში გავიდნენ.
ეჰ, გრანიტ, გრანიტ
2016-06-25 20:22:00
მაშ ასე, ევრო 2016-ის ყველაზე საინტერესო ეტაპი დაიწყო – პლეი ოფი. ახლა თამაში უკვე გავარდნაზეა და უკან დასახევი გზა აღარავის აქვს. პირველი მერვედფინალი სენტ-ენიენში გაიმართა. შვეიცარიამ და პოლონეთმა საკუთარ ჯგუფებში მეორე ადგილები დაიკავეს და ასე გააღწიეს პლეი ოფში. თან პოლონელებს ჯგუფურ ეტაპზე გოლი არ გაეშვათ.
ზოგი ჭირი მარგებელია - ბელგია პლეი-ოფში ადვილი გზით
2016-06-23 01:47:00
ბელგიის ნაკრებმა პირველ ტურში იტალიასთან რომ წააგო, ბევრმა ჩამოწერა. თუმცა, ახლა მარკ ვილმოტსის გუნდი პლეი-ოფშია და თან ბევრად უკეთესი ბადე აქვს, ვიდრე მის მძლეველ და მჯობნ იტალიას.
ირლანდიამ ისტორია შეიქმნა
2016-06-23 01:38:00
ირლანდიის ნაკრები მერვედფინალშია. მარტინ ონილის გუნდს აღნიშნული მიზნის მისაღწევად ბოლო ტურში უმოტივაციო იტალიის ნაკრეთან მხოლოდ სამი ქულა აძლევდა ხელს და მართალია, ბოლოში, მაგრამ მიზანს მაინც მიაღწია. რობი ბრეიდიმ ვეს ჰულეჰანის კარგი პასი შეირგო და სალვატორე სირიგუს ახლო მანძილიდან მისი სამშობლოსთვის ისტორიული გოლი გაუტანა. გარდა იმისა, რომ ირლანდია ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში პირველად გავიდა, დიდ ტურნირებზე იტალიას მეორედ მოუგო 1994 წლის მერე.
ისლანდიამ ისტორია დაიწერა
2016-06-22 23:45:00
ორი წლის წინ ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ისლანდიის ნაკრები ევრო 2016-ზე ითამაშებდა, თუმცა კუნძულელებმა ამის გაკეთებაც შეძლეს და უფრო მეტიც, ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში კონტინენტის პირველობაზე პირველად იმარჯვეს, მეორე ადგილს დაეუფლნენ და 1/8 ფინალის საგზური მოიპოვეს.
პორტუგალიამ ბეწვის ხიდზე გაიარა
2016-06-22 23:10:00
ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში “სტად დე ლიონზე” ერთმანეთს უნგრეთისა და პორტუგალიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. აღნიშნული შეხვედრა მიმდინარე ტურნირზე ჯერჯერობით ყველაზე უხვგოლიანი გამოდგა და ფრედ 3:3 დასრულდა.
როცა ჯანმრთელობას ფეხბურთი სჯობს
2016-06-22 18:37:00
ევრო-2016 ზოგს მოსწონს, ზოგს - არა. ხშირად გაიგონებთ, ინდივიდუალიზმი ჩაკვდა, ფეხბურთი მათემატიკასავით გახდა და ვინც უკეთ ხსნის ამოცანებს, ის იგებსო. ალბათ, ასეც არის გარკვეულწილად და მოგვწონს თუ არა, უნდა შევეგუოთ.
ხორვატია ბრწყინვალეა: მერვედფინალია იტალია-ესპანეთი
2016-06-22 03:46:00
ესპანეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე 2004 წლის შემდეგ პირველად წააგო... "ფურია როხამ" დაკარგა ჯგუფში პირველობა და მერვედფინალში შეხვდება იტალიას: აი, სუპერწყვილი. იტალია-ესპანეთი, წინა ევროპის ფინალის გამეორება მერვედფინალში.
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.033998