Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ირლანდია და ბელგია სამი ქულისთვის ბორდოში
2016-06-18 11:16 | ნახვები: 6029
123456789101112
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

ევროპის ჩემპიონატის დღევანდელი სათამაშო დღე ბორდოში ბელგიისა და ირლანდიის ეროვნული ნაკრებთა მატჩით დაიწყება. E ჯგუფის ბინადრებისთვის მატჩი მეტად მნიშვნელოვანია. ბელგია ჯერჯერობით უქულოდაა, ხოლო ირლანდიას ერთი ქულა აქვს, მაგრამ ბოლო ტურში იტალიას ეთამაშება და ბუნებრივია, იმ შეხვედრაში მარტინ ონილის გუნდი წინასწარ ვერაფერს დაგეგმავს.

ბელგიელთა შორის მცირე ტრავმები აწუხებდათ გუნდის ლიდერებს ედენ აზარსა და კევინ დე ბრუინს, თუმცა ბოლო ინფორმაციით ისინი დღეს მოედანზე იქნებიან და შესაბამისად, ორივე სავარაუდო შემადგენლობაშია. ირლანდიელებს კი მნიშვნელოვანი დანაკლისი აქვს – ჯონ უოლტერსი ფეხს იტკიებს და მისი თამაში გამორიცხულია. არადა, უოლტერსი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია და ის უდაოდ დააკლდება ონილის გუნდს. სხვა მხრივ, ორივე ნაკრები სრული საბრძოლო შემადგენლობით გავა მოედანზე.

აღსანიშნავია, რომ ირლანდიის ნაკრებისთვის ბელგია ერთობ უხერხული მეტოქეა – კელტებს მეტოქე უკვე 50 წელია რაც არ დაუმარცხებიათ, ხოლო ოფიციალურ მატჩებში საერთოდ, მოუგებლადაა: 2 წაგება, 5 ფრე. ბელგიამ ირლანდიის ნაკრებს მსოფლიოს 1998 წლის მუნდიალზე გასასვლელი გზა ჩაუკეტა, როცა პლეი-ოფში მეტოქეს 3:2, 1:1 აჯობა.

მარკ ვილმოტსი (ბელგიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “დღეს რთულ თამაშს ველი. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რომ გამარჯვება ვიზეიმოთ. თუმცა, ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ, რადგან მეტოქე ძლიერია და განსაკუთრებით კონტრშეტევებისას უნდა ვიფრთხილოთ.

საჭიროა აბსოლუტური კონცენტრაცია. კიდევ ვიმეორებ, ურთულესი თამაში იქნება, მაგრამ ევროპის ჩემპიონატზე ყველა შეხვედრა ასეთია და ადვილი მატჩი არ არსებობს”.

მარტინ ონილი (ირლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ბელგიას ჰყავს უმაღლესი დონის ფეხბურთელები ყველა რგოლში და თამაშიც ასეთივე დონეზე შეუძლიათ. ჩვენთვის ურთულესი თამაში იქნება, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ წარმატებისთვის. შვედეთის წინააღმდეგ ძლიერად ვითამაშეთ და მოგებას ვიმსახურებდით.

იმედია, ბელგიასთანაც იგივე შემართებით გავალთ მოედანზე. გამარჯვების შემთხვევაში ოთხი ქულა გაგვიხდება და ფაქტობრივად მერვედფინალში ვიქნებით”.

სავარაუდო შემადგენლობები

ბორდო, “სტად დე ბორდო”

18 ივნისი, 17:00 საათი

ბელგია (4-2-3-1): კურტუა; სიმანი, ალდერვეიელდი, ვერმაელენი, ვერტონგენი; ვიტსელი, ნაინგოლანი; აზარი, დე ბრუინი, მერტენსი; ლუკაკუ

მწვრთნელი: მარკ ვილმოტსი

ირლანდია (4-5-1): რენდოლფი; კოულმენი, ოში, კლარკი, ბრეიდი; ჰენდრიკი, უელენი, მაკარტი, მაკლეინი, ჰულეჰანი; ლონგი

მწვრთნელი: მარტინ ონილი

მსაჯი: ჩიუნეთ ჩაქირი (თურქეთი)



კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.046787