Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ევრო 2016-ის მასპინძელი სტადიონები – “სტად დე ნიცა”
2016-06-09 20:21 | ნახვები: 21394
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

ნიცა – ფეხბურთი ქალაქში

საფეხბურთო კლუბი “ნიცა” 1904 წლის 9 ივლისს ჩამოყალიბდა. გუნდმა პირველი თამაში 1905 წლის 29 ნოემბერს ჩაატარა და “სტად ნიკუას” 6:0 მოუგო. “ნიცამ” საფრანგეთის პროფესიონალურ ჩემპიონატში პირველად 1932 წელს ითამაშა. 1945-1956 წლების სეზონში კი მეორე დივიზიონში აღზევდა. პირველ ტიტულს რაც შეეხება, ზღვისპირელებმა ეს 1950-1951 წლების სეზონში მოიგეს. მათ “ლილს” ბურთების უკეთესი შეფარდების წყალობით აჯობეს. “ნიცამ” ჩემპიონობა მომდევნო წელსაც მოიპოვა და გახდა პირველი ფრანგული გუნდი, რომელმაც მიჯრით ორჯერ შეძლო გაჩემპიონება. მერე იყო საფრანგეთის თასი, როდესაც ფინალში “ბორდოს” მოუგეს 5:3.

“ნიცამ” ქვეყნის თასი ორი წლის თავზეც მოიპოვა (ამჯერად ფინალში “მარსელი” 2:1 დაამარცხა. საფრანგეთის ჩემპიონი კი მესამედ 1956 წელს გახდა. მომდევნო სეზონში გუნდი ჩემპიონთა თასზე თამაშობს. 1959 წელი კი, გამორჩეული გახლდათ – გუნდმა ქვეყნის უძლიერესი გუნდის სახელი მეოთხედ მოიპოვა, ხოლო შინ 19-დან 18 თამაშის მოგება მოახერხა! ამასთან, ჩემპიონთა თასზე მადრიდის “რეალთან” ისტორიული გამარჯვება იზეიმა ჩემპიონთა თასის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში.

“ნიცასთვის” ეს საუკეთესო პერიოდი გახლდათ, თუმცა 70-იან წლებში კლუბს არაფერი მოუგია. 80-იანებში გუნდი გეზს იცვლის და აქცენტს ახალგაზრდა ფეხბურთელებზე აკეთებს, მაგრამ შედეგი არ მოაქვს და ქვედა ლიგაში ქვეითდება, სადაც სამი სეზონი გაატარა.

შემდეგ იყო საფრანგეთის თასი, რომელიც “ნიცამ” 1997 წელს მოიპოვა და ისევ გავარდნა ლიგა 2-ში. უმაღლეს დივიზიონში ნიცელები 2002 წლამდე ვერ აღზევდნენ და მას შემდგომ ლიგა 1 აღარ დაუტოვებიათ.

ცნობილი ფეხბურთელები ქალაქიდან

ვის ნურნბერგი (1930-): იგი “ნიცას” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია: 302 თამაში, 111 გოლი.

დომინიკ ბარატელი (1947-): ფრანგი მეკარე, რომელიც “ნიცას” აკადემიამ აღზარდა. იგი ნაკრებშიც თამაშობდა და იქ 21 მატჩი მოიხვეჭა.

ნენად ბიეკოვიჩი (1947-): ერთ-ერთი ყველაზე დიდი თავდამსხმელი, რომელსაც ოდესმე “ნიცაში” უთამაშია. მან ოთხ სეზონში 85 გოლის გატანა მოახერხა.

რობი ლანგერსი (1960-): ლუქსემბურგელი თავდამსხმელი, რომელმაც 1989 წელს “სტრასბურთან” ერთ მატჩში 4 გოლი შეაგდო. თანაც, ეს არ ყოფილა რიგითი მატჩი – იგი ლიგა 1-ში დამრჩენის ვინაობას არკვევდა. აღნიშნული თამაში ლანგერსის თანაგუნდელებმა 6:0 მოიგეს და პირველ მატჩში 1:3 მარცხი ამოქაჩეს.

უგო ლორისი (1987-): საფრანგეთის საუკეთესო მეკარემ კარიერა “ნიცაში” დაიწყო. მერე “ლიონს” მიაშურა, ხოლო იქიდან ლონდონის “ტოტენჰემში” აღმოჩნდა. დღეს, ლორისი საფრანგეთის ნაკრების კაპიტანია.

იცით თუ არა, რომ? – “ნიცა” პირველი ფრანგული გუნდია, რომელმაც მადრიდის “რეალი” დაამარცხა. ეს 1959-1960 წლების სეზონში მოხდა, ჩემპიონთა თასის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში (3:2).

ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი სხვა ქალაქებიდან მანძილი

მარსელი – 215 კმ

ლიონი – 480 კმ

სენტ ეტიენი – 500 კმ

ტულუზა – 570 კმ

ბორდო – 810 კმ

პარიზი – 945 კმ

სენ დენი – 955 კმ

ლანსი – 1150 კმ

ლილი – 1170 კმ

დაშორება “სტად დე ნიცადან” – ქალაქის ცენტრამდე 12 კმ, აეროპორტამდე 6 კმ.

სტადიონი – “სტად დე ნიცა”

ტევადობა: 35 000

გუნდი: “ნიცა”

გახსნა: 2013 წლის ზაფხული

ახალი სტადიონის აშენების იდეა ჯერ კიდევ XXI საუკუნის დასაწყისში გაჩნდა, მაგრამ მშენებლობა მხოლოდ 2011 წელს დაიწყო.

არენა 2013 წელს “ნიცასა” და “ვალანსიენის” თამაშით გაიხსნა. ძველი არენისგან გასხვავებით აქ ყველაფერია იმისთვის, რომ ადამიანი ფეხბურთით დატკბეს.

სიდიდით საფრანგეთში მეექვსე სტადიონია.

სტადიონს უმასპინძლია სარაგბო მატჩებისთვისაც. ასევე კონცერტებისთვის. “სტად დე ნიცა” არეპორტამდე მხოლოდ 6 კილომეტრის დაშორებითაა, ხოლო ქალაქის ცენტრში მოხვედრა 15 წუთშია შესაძლებელი.

ევროპის ჩემპიონატზე ოთხ თამაშს უმაპინძლებს

ჯგუფური ეტაპი

12 ივნისი, 20:00 საათი. პორტუგალია – ჩრდილოეთ ირლანდია

17 ივნისი, 23:00 საათი. ესპანეთი – თურქეთი

22 ივნისი, 23:00 საათი. შვედეთი – ბელგია

მერვედფინალი

27 ივნისი, 23:00 საათი



კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.047806