Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ჯგუფის თავზე - ყველაფერი წინაა ზლატანის გარდა
2016-06-23 16:48 | ნახვები: 8459
1234
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

ბევრი მოულოდნელი ამბავი ხდება საფრანგეთში. მერვედფინალურ წყვილებსა და ბადეს რომ გადავხედოთ, იქიდანაც ჩანს – ჯერ მარტო ის რად ღირს, პორტუგალიამ ერთი თამაშიც რომ ვერ მოიგო და სამი ფრით ძლივს გააღწია პლეი ოფში. არადა, F ჯგუფს ერთ-ერთ უსუსტესად მიიჩნევდნენ და კრიშტიანუ რონალდუს გოლების ფეიერვერკს წინასწარმეტყველებდნენ.

აბა, ვინ ელოდა, რომ ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე მეტ გოლს უნგრეთი და უელსი გაიტანდნენ?

მოდით, ყველაზე სწრაფებით დავიწყოთ: ჯგუფურ ეტაპზე ყველაზე სწრაფად ფრანგი კინგსლი კომანი დარბოდა: 32,8 კმ საათში.

აქვე, ათეულიც: 1. კომანი, 2. გუზმიჩი (უნგრეთი), 3. სიგტორსონი (ისლანდია), 4. სავარსონი (ისლანდია), 5. შაქირი (შვეიცარია), 6. ევანსი (ჩრდ.ირლანდია), 7. გრიგორე (რუმინეთი), 8. სიგურდსონი (ისლანდია), 9. ნანი (პორტუგალია), 10. შჩენიკოვი (რუსეთი).

საუკეთესო კომბინაციით გატანილი გოლი ბელგიისა იყო. აქსელ ვიტცელმა ირლანდიასთან თავური მას შემდეგ დაარტყა, რაც მისმა თანაგუნდელებმა 27 პასი გააკეთეს. ანუ, 28-ე შეხება უკვე გოლი იყო.

ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც სამივე მატჩში გაიტანა, უელსელი ვარსკვლავი გარეთ ბეილია. ბეილი და ესპანელი ალვარო მორატა, ჯერჯერობით, ბომბარდირები არიან 3-3 გოლით.

ისლანდიელ არნორ ტრაუსტასონს პირველ ორ მატჩში არ უთამაშია, ბოლოს ავსტრიასთანაც 81-ე წუთზე შეიყვანეს მინდორზე და ეს მცირე დროც ეყო გოლის გასატანად – ისტორიული გოლი იყო! მართალია, ისლანდია ამ გოლის გარეშეც გავიდოდა მერვედფინალში, მაგრამ მოგებას სხვა ფასი აქვს.

ისლანდიელთა მეკარე ჰანეს ჰალდორსონიც გამოირჩა, ჯგუფში ყველაზე მეტი ბურთი მან მოიგერია – 19.

საგოლე პასებს რაც შეეხება, მხოლოდ 2 ფეხბურთელს აქვს 2-2 “ასისტი”: უელსელ აარონ რემზისა და ბელგიელ ედენ აზარს.

ისე კი, ცოტა გოლი გადის. 36 მატჩში 69, ანუ საშუალოდ ერთ შეხვედრაში 2 ბურთიც არ გამოდის – 1,92. აქედან, პირველ ტაიმში მხოლოდ 24 ბურთი გავიდა. ასეა, გუნდები ძალიან ფრთხილობდნენ. საინტერესოა, პლეი ოფში რას იზამენ? ზედმეტი სიფრთხილე აღარ გამოადგებათ.

უკრაინა ერთადერთი ნაკრებია, რომელმაც სამივე თამაში წააგო და გოლიც კი ვერ გაიტანა, მაგრამ 8 მილიონი ევროთი გამდიდრდა. 8 მილიონი ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობისთვის ყველას ერგება უეფასგან, ანუ გარანტირებული თანხაა.

უეფა თითოეულ მოგებაზე მილიონ ევროს გამოდის, ფრეზე კი – 500 ათასს.

ავსტრიელი ივიცა ვასტიჩი კვლავაც რჩება ყველაზე ასაკოვან ფეხბურთელად, რომელსაც კი ევროპის ჩემპიონატზე გოლი გაუტანია. ვასტიჩი 2008 წელს 38 წლისა და 257 დღისა იყო, როცა პოლონეთს გაუტანა. აი, მეორე ადგილზე კი გადავიდა უნგრელი ნახევარმცველი ზოლტან გერა: მან პორტუგალიასთან შეაგდო. გერა 37 წლისა და 61 დღის გახლდათ.

რუსეთში შეფუცხუნდნენ, ორ წელიწადში მუნდიალს ვმასპინძლობთ და არ შევრცხვეთო. როგორ აპირებენ ამას, ძნელი სათქმელია, მაგრამ მწვრთნელის შეცვლით კი დაიწყებენ. რუსეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა ვიტალი მუტკომ ფრთიანი წინადადება ისროლა – ნურავის ნუ გამორიცხავთ, შესაძლოა, ნაკრები ქალმა გაწვრთნასო.

ინგლისელმა ჰარი რედნაპმა კი განაცხადა, რუსეთის ნაკრებს ხოსეპ გვარდიოლა და ჟოზე მოურინიუც ვერ უშველიან, რადგან მაღალი დონის ფეხბურთელები არ ჰყავთო. ისე, ფაბიო კაპელოც მაგას არ ჩიოდა?

და ბოლოს, ზლატან იბრაჰიმოვიჩზე. მერე რა, რომ წააგო და შვედეთი ჯგუფში ბოლოზე გავიდა; მერე რა, რომ თავად 270 წუთში მხოლოდ ერთხელ დაარტყა კარში. ზლატანის სიდიადე ამ ერთი ტურნირით არ ფერმკრთალდება. ნაკრებიდან წავიდა... 116 მატჩში 62 გოლი გაიტანა და წავიდა.

“ჩემი კარიერით ვამაყობ. მალმიოს რეგიონის პატარა ქალაქში ვიზრდებოდი, მაშინ ვოცნებობდი, მერე კი სინამდვილედ იქცა: დიდ კლუბებში ვითამაშე და გავხდი შვედეთის ნაკრების კაპიტანი. ბევრი რამ მექნება ტკბილად გასახსენებელი” – უთხრა “იბრამ” Four-Four-Two-ს.

ძნელია თქმა, როდის დაებადებათ შვედებს ახალი იბრაჰიმოვიჩი.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.045925