|
ევრო 2016-ის მონაწილეთა წარდგენა – უელსი
2016-06-03 14:16 | ნახვები: 4515
1
უელსის ეროვნული ნაკრები ერთ-ერთია მათ შორის, რომელიც კონტინენტის პირველობაზე პირველად ითამაშებს და არამარტო ევროპის, არამედ, საერთოდ დიდ ფორუმზე. მოკლედ, კრის კოულმენის ბიჭებმა თავიანთი სამშობლოს ისტორია დაწერეს და ახლა ამ ისტორიას განმტკიცება სჭირდება. “დრაკონების” მიზანი წესით ქვეჯგუფიდან გასვლა უნდა იყოს, რადგან ამის საშუალებას თვითონ მეტოქეები იძლევიან. უელსმა ჩინებულად განვლო შესარჩევი ციკლიც, სადაც 10 მატჩიდან ოდენ ერთხელ დამარცხდა, სამაგიეროდ 6-ჯერ მოიგო. მართალია, უელსს საკვალიფიკაციო ტურნირზე თამაშში საშუალოდ 1.1 გოლი გაჰქონდა, მაგრამ ეს იმაზე მიუთითებს, რომ დაცვაში კოულმენის გუნდი მწყობრად თამაშობს. მთავარი მწვრთნელი - კრის კოულმენი კრის კოულმენი უელსს 2012 წელს ჩაუდგა სათავეში და აგერ, 4 წელიწადში არნახული შედეგი აჩვენა. მანამდე კოულმენს სამწვრთნელო კარიერაში განსაკუთრებული წარმატებისთვის არ მიუღწევია. მისი კარიერა სტარტს 2003 წლიდან იღებს “ფულჰემიდან”, ხოლო მერე სხვადასხვა ინტერვალით “რეალ სოსიედადს”, “ქოვენთრი სიტისა” და ბერძნულ “ლარისას” ედგა სათავეში. საფეხბურთო კარიერაც მეტნაკლები წარმატებით განვლო 45 წლის კოულმენმა – იგი ძირითადად ინგლისში თამაშობდა, ხოლო უელსის ნაკრებში 1992-2002 წლებში 32-ჯერ ითამაშა. შემადგენლობა მეკარეები:უეინ ჰენესი (“კრისტალ პალასი”, ინგლისი), დენი უორდი (“ლივერპული”, ინგლისი), ოუენ ფონ უილიამსი (“ივერნესი”, შოტლანდია) მცველები:ეშლი უილიამსი (“სუონსი”, ინგლისი), ჯეიმს ჩესტერი (“ვესტ ბრომვიჩი”, ინგლისი), ბენ დეივისი (“ტოტენჰემი”, ინგლისი), ჯეიმს კოლინსი (“ვესტ ჰემი”, ინგლისი), კრის განტერი (“რედინგი”, ინგლისი), ნილ ტეილორი (“სუონსი”, ინგლისი), ეშლი რიჩარდსი (“ფულემი”, ინგლისი) ნახევარცველები:ჯო ლედლი (“კრისტალ პალასი”, ინგლისი), ჯო ალენი (“ლივერპული”, ინგლისი), დევიდ ბოგანი (“ნოტინჰემ ფორესტი”, ინგლისი), ჯონათან უილიამსი (“კრისტალ პალასი”, ინგლისი), დევიდ ედვარდსი (“ვულვერჰემპტონი”, ინგლისი), ჯორჯ უილიამსი (“ფულემი”, ინგლისი), არონ რემსი (“არსენალი”, ინგლისი), ენდი კინგი (“ლესტერი”, ინგლისი); თავდამსხმელები:გარეთ ბეილი ("რეალი", ესპანეთი), დევიდ კოტერილი (“ბირმინგემი”, ინგლისი), ჰელ რობსონ-კანუ (“რედინგი”, ინგლისი), საიმონ ჩარჩი (მკ დონსი, ინგლისი), სემ ვოუკსი (“ბარნლი”, ინგლისი) სავარაუდო შემადგენლობა: (4-3-3):ჰენესი; განტერი, ე. უილიამსი, დევისი, ტეილორი; ალენი, ჯ. უილიამსი, რემსი; ბეილი, რობსონ კანუ, ჩარჩი უელსის ნაკრების 23 კაციან განაცხადში განსაკუთრებული მოულოდნელობები არაა. რა გასაკვირია – კოულმენს არცთუ დიდი არჩევანი ჰქონდა. ძირითადი ბირთვი ინგლისის პრემიერლიგიდანაა, თუმცა მრავლად არიან ჩემპიონშიპის წარმომადგენლებიც. უელსის ნაკრების მთავარი ძალა კი, რაღა თქმა უნდა, გარეტ ბეილი და აარონ რემსია. გუნდის ვარსკვლავი: გარეტ ბეილი– უელსელ შემტევს გასულ სეზონში კრიტიკა არ დაჰკლებია. ბევრი მის ფასს გაბუქებულს უწოდებს, თუმცა ფაქტია, გარეტმა “რეალთან” ერთად ჩემპიონთა ლიგა ისევ მოიგო და ამაში არცთუ მცირე წვლილი შეიტანა. ბეილი ამ ფორმაციის უელსის ნაკრების უპირობო ლიდერია და ბევრისთვის იგი უკვე ყველა დროის საუკეთესო უელსელია. სადაო საკითხია, მაგრამ მასთან ერთად უელსი პირველად გავიდა დიდი ფორუმის ფინალურ ეტაპზე. საკვალიფიკაციო ეტაპს უელსი ნამდვილად ვერ გაივლიდა წარმატებით, რომ არა მადრიდის “რეალის” წამყვანი ფეხბურთელი. მთავარი იმედი: აარონ რემსი– უელსის ნაკრებს ბეილის გარდა კიდევ ერთი ლიდერი ჰყავს – აარონ რემსი. ლონდონის “არსენალის” შუახაზელს ისეთი წარმატებული სეზონი ვერ ჰქონდა, როგორც 2015 წელს, მაგრამ მაინც კარგ ფორმაშია. თანაც იგი უელსისთვის ფასდაუდებელი მოთამაშეა. საერთოდ, გულშემატკივრებში ძალზე პოპულარული ფეხბურთელია რემსი – როდესაც მას გოლი გააქვს, აუცილებლად კვდება რომელიმე ცნობილი ადამიანი დედამიწის სხვადასხვა კუთხიდან... ევროპის ჩემპიონატების ისტორია უელსის ნაკრებთან ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საუბარი ძნელია, რადგან როგორც უკვე იცით, “დრაკონები” პირველად ითამაშებენ კონტინენტის პირველობაზე. თუმცა, დიდი შანსი იყო იმისა, რომ ეს დებიუტი ჯერ კიდევ 12 წლის წინ, 2004 წელს შემდგარიყო. უელსი, რომლის ლიდერები მაშინ რაიან გიგზი და ჯონ ჰართსონი იყვნენ, საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფში სერებთთან, აზერბაიჯანთან, ფინეთთან და იტალიასთან ერთად იმყოფებოდა. გიგზმა და კომპანიამ დიდებული სტარტი აიღო და მეტოქეებს მიჯრით უგებდა, მათ შორის კარდიფში “სკუადრა აძურასაც” მოუგო (2:1). თუმცა, შესარჩევის ბოლოსკენ უელსური მექანიზმი მოიშალა და პირველ ადგილზე მაინც იტალია გავიდა. გადამწყვეტი კი, “სან სიროზე” გამართული თამაში აღმოჩნდა, რომელიც ჯოვანი ტრაპატონის გუნდმა 4:0 მოიგო. იმ თამაშის გმირი ფილიპო ინძაგი გახდა, ვინც 10 წუთიან ინტერვალში ბრიტანელებს ჰეთ-თრიქი შეუსრულა. წერტილი კი დელ პიერომ დასვა. მიუხედავად ცუდი დასარულისა, უელსი მეორე ადგილზე მაინც გავიდა ჯგუფში, რამაც მას პლეი-ოფში თამაშის საშუალება მისცა, მაგრამ იქ რუსეთის ნაკრებთან წააგო – 0:1. მოსკოვში გოლი არ გასულა, ხოლო საკუთარ მოედანზე ბრიტანელები დამარცხდნენ და ოცნება ვეღარ აისრულეს. ეს აქამდე უელსელთა საუკეთესო შედეგი იყო მანამ, სანამ ფინალურ ეტაპზე არ მოხვდნენ. კალენდარი ევრო 2016-ზე უელსი – სლოვაკეთი 11 ივნისი, 20:00 საათი. ბორდო, “სტად დე ბორდო” უელსის დებიუტი ევროპის ჩემპიონატზე ასევე დებიუტანტ სლოვაკეთთან შედგება. ეს ორი ნაკრები აქამდე ერთმანეთს ორჯერ შეხვედრია. ევრო 2008-ის შესარჩევ ჯგუფში და საკმაოდ უცნაური სცენარით წარიმართა მაშინდელი თამაშები – ჯერ უელსში სტუმრებმა მოიგეს 5:1, ხოლო მერე სლოვაკეთში უელსმა იმძლავრა – 5:2. ინგლისი – უელსი 16 ივნისი, 17:00 საათი. ლანსი, “სტად ბოლარ დელელისი” რეალურად ინგლისი-უელსი ამ ჯგუფის ყველაზე დამაინტრიგებელი და საინტერესო თამაშია. ბრიტანული დერბი. უელსს ინგლისისთვის არასდროს მოუგია: 10 თამაში, 1 ფრე, 9 წაგება. მოკლედ, კრის კოულმენის გუნდისთვის ახლა იდეალური შანსია, რომ ეს მეტად არასასიამოვნო ტრადიცია დაარღვიოს. ჩვენც დაველოდოთ და ვნახოთ აჯობებს თუ არა “დრაკონი” “ლომს”... რუსეთი – უელსი 20 ივნისი, 23:00 საათი. ტულუზა, “ტულუზა სთედიუმი” ინგლისისა არ იყოს, უელსს რუსეთის ნაკრებთანაც რევანში აქვს ასაღები. თუ რატომ, ზემოთ უკვე მოგახსენეთ. ევროპის 2004 წლის ჩემპიონატის პლეი-ოფში რუსებმა ბრიტანელებს აჯობეს და პორტუგალიის საგზური თავად ირგუნეს. მაშინ უელსმა (0:0, 0:1) წააგო, ხოლო მას მერე კიდევ ორჯერ მოუწია რუსეთის ნაკრებთან თამაში და ისევ წაგებული გამოვიდა – 1:2, 1:3. თამაში ისტორიიდან ევრო 2004-ის შესარჩევი ეტაპი – 16 ოქტომბერი, 2002. კარდიფი, “მილენიუმი” უელსი – იტალია 2:1 გოლები:1:0 დევისი (11), 1:1 დელ პიერო (31), 2:1 ბელამი (70) ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი:იან რაში (28 გოლი) –ამჟამინდელი ბომბარდირი:გარეტ ბეილი (19 გოლი) ყველაზე მეტი მატჩი ნაკრებში:ნევილ საუთჰოლი (92 თამაში) –ამჟამად ყველაზე გამოცდილი:კრის განტერი (64 თამაში). საუკეთესო შედეგი:პირველად ითამაშებს ტეგები:
უელსის ეროვნული ნაკრები |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია