ბელგიის ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველებმა კევინ დე ბრუინმა და ედენ აზარმა იტალიასთან ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში (0:2) ტრავმები მიიღეს.აღნიშნული ინფორმაცია მარკ ვილმოტსმა დაადასტურა.
"ორივე ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო. ისინი ორი დღის განმავლობაში დაისვენებენ და შემდეგ სამედიცინო სტაფი გადაწყვეტს თუ როგორ დაიწყებენ ვარჯიშს" - ციტირებს AFP ბელგიელი სპეციალისტის სიტყვებს.
განვლილ შეხვედრაში ორივე ფეხბურთელმა ითამაშა. ორივე აქტიურად იყო ჩართული შეტევებში. მომდევნო მატჩი ბენილუქსელებს 18 ივნისს ირლანდიის წინააღმდეგ ელით.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია