Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ევრო 2016-ის მონაწილეთა წარდგენა: საფრანგეთი
2016-06-03 11:10 | ნახვები: 5141
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

საფრანგეთის ნაკრებს 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან მოყოლებული ჩავარდნა ჰქონდა. თუმცა, სხვანაირად წარმოუდგენელიცაა: როდესაც გუნდს ზინედინ ზიდანი, ტიერი ანრი, კლოდ მაკელელე, პატრიკ ვიეირა, ლილიან ტურამი და მსგავსნი ტოვებენ, ნებისმიერ გუნდს დაეწყებოდა ჩავარდნა. და მაინც, მოახლოებული ევროფორუმის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად სწორედ ფრანგთა პირველი გუნდი მიჩნევა; ბუნებრივიცაა, რადგან დიდიე დეშამის ნაკრები შინ თამაშობს, რაც დიდი უპირატესობაა. ამასთან, “გალებს” ჩინებული თაობა ჰყავთ.

საფრანგეთს განსაკუთრებით გამორჩეული ახალგაზრდა ფეხბურთელები ჰყავს: პოლ პოგბა, ანტონი მარსიალი თუ კინგსლი კომანი, მზად არიან თასი სამშობლოში დატოვონ. ნუ დავივიწყებთ, რომ “სამფეროვანთა” რიგებში არც გამოცდილი ფეხბურთელების ნაკლებობაა: ანტუან გრიზმანი, უგო ლორისი, პატრის ევრა, ბლეს მატუიდი...

აღსანიშნავია, რომ კარიმ ბენზემა ნაკრებიდან მოკვეთილია და იგი ევროფორუმზე ვერ ითამაშებს. თუმცა, ფრანგთა შეტევა “რეალის” ფორვარდის გარეშეც სერზიოზულია. სანაკრებო კარიერა დაასრულა ფრანკ რიბერიმ, რომელიც წესით დეშამის გუნდს კიდევ უნდა გამოსდგომოდა, მაგრამ ეს მათ შანსს არ აკნინებს...

ბუნებრივია, როგორც ჩემპიონატის მასპინძელი, საფრანგეთი შესარჩევ ტურნირისგან თავისუფალი იყო. თუმცა, დეშამის ბიჭებმა ამხანაგური თამაშები მრავლად ჩაატარეს. მათგან გამოსარჩევი კი ნოემბერში, “სტად დე ფრანსზე” მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ გერმანიასთან მოგება იყო (2:0).

მთავარი მწვრთნელი: დიდიე დეშამი

დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრებს სათავეში 2012 წლის ზაფხულში ჩაუდგა და მას შემდგომ გუნდმა ჩატარებული თამაშების 57.1% მოიგო. დეშამის ხელმძღვანელობით “სამფეროვნებმა” ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზე მეოთხედფინალს უწიეს, სადაც მომავალ ჩემპიონ გერმანიასთან წააგეს – 0:1.

დეშამმა სამწვრთნელო ასპარეზზე სახელი “მონაკოში” გაითქვა, რომელიც 2003-2004 წლების სეზონში ყველასთვის მოულოდნელად ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიყვანა. თუმცა, გელზენკირხენში ჩატარებულ ფინალი “მონაკომ” “პორტუსთან” უშანსოდ წააგო (0:3).

მერე დიდიემ ტურინის “იუვენტუსს” მიაშურა, რომელსაც სერია B-ში უხელმძღვანელა და ელიტარულ ლიგაში ადგილი დააბევებინა, მაგრამ გუნდის ხელმძღვანელობასთან კონფლიქტის გამო ტურინი 2007 წლის გაზაფხულზე დატოვა. სამწვრთნელო ასპარეზს დეშამი ორი წლის შემდეგ “მარსელში” დაუბრუნდა და ზღვისპირელები 2010 წელს გააჩემპიონა, ხოლო საფრანგეთის ლიგის თასი კი სამჯერ მოაგებინა.

საფეხბურთო კარიერა გაცილებით მდიდარი ჰქონდა. დეშამი იმ ფორმაციის საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი გახლდათ, რომელმაც 1998 წლის მსოფლიოსა და 2000 წლის ევროპის ჩემპიონატი მოიგო. საერთო ჯამში, დიდიემ სამშობლოს ღირსება 103 მატჩში დაიცვა და 4 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ დეშამს ფეხბურთელობისას ჩემპიონთა ლიგა ორჯერ, სხვადასხვა გუნდის რიგებში მოუგია: 1993 “მარსელის”, ხოლო 1996 წელს “იუვენტუსის” რიგებში.

შემადგენლობა

მეკარეები:1. უგო ლორისი (“ტოტენჰემი”, ინგლისი), 16. სტივ მანდანდა (“მარსელი”), 23. ბენუა კოსტილი (“რენი”);
მცველები:4. ადილ რამი (“სევილია”, ესპანეთი), 21. ლორან კოშელნი (“არსენალი”, ინგლისი), 13. ელიაკიმ მანგალა, 19. ბაკარი სანია (ორივე “მანჩესტერ სიტი”, ინგლისი), 22. სამუელ უმტიტი ("ლიონი"), 3. პატრის ევრა (“იუვენტუსი”, იტალია), 2. კრისტოფ ჟალე (“ლიონი”), 17. ლუკას დინიე (“რომა”, იტალია);
ნახევარმცველები:6. იოაჰ კაბაიე ("კრისტალ პალასი", ინგლისი), 5. ნ’გოლო კანტე (“ლესტერი”, ინგლისი), 14. ბლეზ მატუიდი (“პარის სენ-ჟერმენი”), 18. მუსა სისოკო (“ნიუკასლი”, ინგლისი), 12. მორგან შნეიდერლინი ("მანჩესტერი", ინგლისი), 15. პოლ პოგბა (“იუვენტუსი”, იტალია);
თავდამსხმელები:7. ანტუან გრიზმანი (“ატლეტიკო”, ესპანეთი), 8. დიმიტრი პაიე (“ვესტ ჰემი”, ინგლისი), 11. ენტონი მარტიალი (“მანჩესტერ იუნაიტედი”, ინგლისი), 20. კინგსლი კომანი (“ბაიერნი”, გერმანია), 9. ოლივიე ჟირუ (“არსენალი”, ინგლისი), 10. ანდრე-პიერ ჟინიაკი (“ტიგრესი”, მექსიკა)

სავარაუდო შემადგენლობა: (4-3-3):ლორისი; სანია, რამი, კოშელნი, ევრა; პოგბა, კანტე, მატუიდი; გრიზმანი, ჟირუ, პაიე

დიდიე დეშამს საკმაოდ ფართო არჩევანი ჰქონდა, აქედან გამომდინარე, მისი გადაწყვეტილებით ბევრი დარჩა უკმაყოფილო. საქმე ისაა, რომ დეშამმა სანაკრებო სიის მიღმა დატოვა ჰატემ ბენ არფა, რომელსაც “ნიცაში” დიდებული სეზონი ჰქონდა. არც ალექსანდრ ლაკაზეტის არწაყვანა იყო მთლად მოსალოდნელი, ხოლო რაფაელ ვარანი “მამლებს” ტრავმის გამო დააკლდებათ.

მთავარი ვარსკვლავი: ანტუან გრიზმანი– მადრიდის “ატლეტიკოს” შემტევი ბოლო სეზონებია პროგრესს განუწყვეტლივ განიცდის და გარდა იმისა, რომ მცველები შეუძლია ყოველთვის მარწუხებაში ამყოფოს, არც საგოლე ალღო დაეწუნება. სწორედ ის უნდა გახდეს საფრანგეთის ნაკრების ჯოკერი დამდეგ პირველობაზე.

მთავარი იმედი: პოლ პოგბა –პოგბა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული და მოთხოვნადი ფეხბურთელია. ტურინის “იუვენტუსის” ლიდერი დიდიე დეშამის კრებულის დირიჟორად მოიაზრება. სწორედ ახალგაზრდა ფეხბურთელმა უნდა დაუდოს სათავე მეტოქეთა დაცვის ეშელონების გარღვევას...

ევროპის ჩემპიონატის ისტორია:აქამდე საფრანგეთს ევროპის ჩემპიონატზე რვაჯერ უთამაშია და ორჯერ ჩემპიონიც გახდა. 1984 წელს, სამშობლოში, როდესაც გენიალური მიშელ პლატინის თაოსნობით “მამლებმა” ისტორიაში პირველი ტიტული მოიპოვეს. მეორედ და ჯერჯერობით უკანასკნელად კი 2000 წელს, ბელგია-ჰოლანდიაში. როჟე ლემერის გუნდმა მაშინ ფინალში იტალიის ნაკრებს დაუვიწყარი თამაში მოუგო დამატებით დროში. სხვა მხრივ, საუკეთესო შედეგი მეოთხე ადგილია, რომელსაც საფრანგეთი ორჯერ შესწვდა. რაც შეეხება ბოლო ტურნირზე ნაჩვენებ შედეგს, ოთხი წლის წინ “სამფეროვნები” მეოთხედფინალამდე მივიდნენ, იქ კი მომავალ ჩემპიონ ესპანეთთან უშანსოდ, 0:2 წააგეს.

კალენდარი ევრო 2016-ზე

საფრანგეთი – რუმინეთი

10 ივნისი, 23:00 საათი. სენ დენი, “სტად დე ფრანსი”

საფრაგეთი ტურნირის გახსნით მატჩში რუმინეთის ნაკრებს ეთამაშება. აქამდე ეს ორი ნაკრები ერთმანეთს 15-ჯერ შეხვედრია და უპირატესობას დასავლეთ ევროპელები ფლობენ: 7 მოგება, 5 ფე, 3 წაგება. ბურთების ბალანსი: 19:15.

რაც შეეხება უშუალოდ ევროპის ჩემპიონატს: ორ თამაშს ითვლის – 1996 წელს, ნიუკასლში კრისტოფ დიუგარის გოლით “მამლებმა” მოიგეს, ხოლო 2008 წელს, ასევე ჯგუფურ ეტაპზე ციურიხში უგოლო ფრე ითამაშეს.

საფრანგეთი – ალბანეთი

15 ივნისი, 23:00 საათი. მარსელი, “სტად ველოდრომი”

ფრანგები უპირატესობას ჯგუფური ეტაპის მეორე მეტოქე, ალბანეთთანაც ფლობენ: 4 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება, 12:3.

ფრანგებმა ერთადერთხელ ალბანეთთან ერთი წლის წინ ამხანაგური მატჩი წააგეს. ოფიციალურად თამაშებს რაც შეეხება, “მამლებს” 100%-იანი ბალანსი გააჩნიათ: 1992 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში 5:0, 1:0 და 2012 წლის შესარჩევში 3:0, 2:1.

შვეიცარია – საფრანგეთი

19 ივნისი, 23:00 საათი. ლილ მეტროპოლი, “სტად პიერ მორო”

ფრანგებმა მეზობლებს 37 თამაშიდან 16 მოუგეს, 12-ჯერ მარცხი განიცადეს, ხოლო 9 შემთხვევაში მათი დაპირისპირება ფრედ დასრულდა. ისინი ბოლოს ოფიციალურად ერთმანეთს 2014 წლის მუნდიალზე შეხვდნენ და დეშამის გუნდმა ადვილად, 5:2 მოიგო. რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატს, 2004 წელს, კოიმბრაში ჟაკ სანტინის მაშინდელმა საფრანგეთმა 3:1 იმარჯვა.

თამაში წარსულიდან

ევრო 2000 – 2 ივლისი, ფინალი. როტერდამი, “დე კუიპი”

საფრანგეთი – იტალია 2:1 (დ.დ)

0:1 დელ ვეკიო (55), 1:1 ვილტორი (90+4), 2:1 ტრეზეგე (103)

ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი:ტიერი ანრი (51 გოლი)

ყველაზე მეტი მატჩი:ლილიან ტურამი (142 თამაში)

საუკეთესო შედეგი:ჩემპიონი ორჯერ (1984 და 2000)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.042375