Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
გერმანია და პოლონეთი - მერვედფინალში, ჩრდილოეთ ირლანდია ლოდინის რეჟიმშია
2016-06-21 22:21 | ნახვები: 6227
1234
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

ევროპის ჩემპიონატის C ჯგუფმა ისეთი შედეგები მოიტანა, რომლის პროგნოზირებაც ძნელი ნამდვილად არ გახლდათ. ჯგუფში პირველი ადგილი მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა გერმანიამ დაიკავა, მე-2 პოზიცია პოლონეთს ერგო, მესამეზე ჩრდილოეთ ირლანდია გავიდა, უკრაინას კი ბოლო ტურის წინ შემდეგ ეტაპზე გავლის თეორიული შანსიც კი დაკარგული ჰქონდა.

დღეს, პარიზსა და მარსელში გამართული მატჩების კვალად, პირველი მერვედფინალური წყვილის შემადგენლობაც მივიღეთ: 25 ივნისს სენტ ეტიენში პოლონელები A ჯგუფში ასევე მე-2 საფეხურზე გასულ შვეიცარიას შეხვდებიან. 26-ში, ლილში, ერთ-ერთ საუკეთესო მესამეადგიოლოსანს გაეჯიბრება გერმანია, ჩრდილოეთ ირლანდიის ბედი კი ჯერაც გაურკვეველია. მათ ასპარეზობა 3 ქულით დაასრულეს და სხვა ჯგუფების შედეგებს ელიან.

უშუალოდ გასულ თამაშებზე რა უნდა ითქვას? თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისეთი უპირატესობა, როგორიც გერმანიას ჩრდილოეთ ირლანდიასთან ჰქონდა, მიმდინარე ევროპირველობაზე პირველად დაფიქსირდა. იოახიმ ლიოვის შეგირდებმა საქმეს ხელი პირველივე წუთებიდან მოკიდეს და მეტოქე თავის კარს მიაჯაჭვეს. საბოლოოდ, ამ ყველაფერმ ასახვა სტატისტიკურ მაჩვენებლებში ჰპოვა. გერმანიამ მეტოქის კარისკენ 21-ჯერ (!) დაარტყა, ჩრდილოეთ ირლანდიამ კი – ერთხელ.

სხვა საქმეა, რომ რიგ შემთხვევებში გერმანელთა უზუსტობათა გამო, რამდენიმე ეპიზოდში კი ბრიტანელთა კარის დარაჯის მაიკლ მაკგოვერნის თავდადებული გარჯის გამოისობით, შეხვედრაში მხოლოდ 1 გოლი გავიდა. შედეგიანი დარტყმა მარიო გომესის და ტომას მიულერის ჩინებულ კომბინაციას მოჰყვა. გომესმა თანაგუნდელს ბურთი საჯარიმოში შეაყოლა, ამ უკანასკნელმა კი საპასუხო პასით, ის, ფაქტობრივად, ცარიელი კარის წინ დატოვა და მარიომაც მცველის გავლით შეაგდო.

მიუხედავად ამისა, მიულერი მატჩის ყველაზე უიღბლო ფეხბურთელად უნდა მივიჩნიოთ. ტომასს მუნდიალებზე ხშირ-ხშირად გააქვს, ევროპის ჩემპიონატზე კი თავის გამოჩენას ვერაფრით ახერხებს. ახლაც, მიულერს მიზნამდე ძალიან ცოტა დააკლდა: პირველივე ტაიმში ბურთი ჯერ ძელს აძგერა, შემდეგ – ხარიხას, მაგრამ საწადელს ვერაფრით მიაღწია. დიდებული საგოლე შანსები გაანიავა მარიო გიოტცემაც, სხვებმაც უხერიოდ უტიეს, თუმცა, გერმანელთა ყველა მომენტის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

ამ ყველაფერმა კი ის მოიტანა, რომ გერმანიას და პოლონეთს შორის სხვაობა მხოლოდ 1 გოლი აღმოჩნდა. ადამ ნავალკას შეგირდებმა აუტსაიდერ უკრაინელებს ასევე 1:0 სძლიეს და მსოფლიოს ჩემპიონთა დარად 7 ქულა მოაგროვეს, თუმცა, ფავორიტს ბურთების სხვაობით ჩამორჩნენ.

ცხადია, მარსელში გამართული შეხვედრა გაცილებით თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და მთელ რიგ მაჩვენებლებში უკეთ საერთოდაც უკრაინელები გამოიყურებოდნენ, თუმცა, მათ ევრო-2016 მაინც უქულოდ და უგოლოდ დატოვეს. ერთადერთი გოლი 54-ე წუთზე პოლონელთა ერთ-ერთმა ლიდერმა იაკუბ ბლაშჩიკოვსკიმ შეაგდო, როდესაც მარჯვენა ფრთაზე მეტოქეს იოლად გაუსწორდა და “ცხრიანში” შეაგდო. ისიც ვთქვათ, რომ იაკუბი მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა.


2016 წლის ევროპის ჩემპიონატის C ჯგუფი

“პარკ დე პრენსი” (პარიზი). 44 125 მაყურებელი

ჩრდილოეთ ირლანდია – გერმანია 0:1 (0:1)

ჩრდილოეთ ირლანდია (4-5-1): მაკგოვერნი, ჰიუზი, მაკოლი, კატკარტი, ჯ.ევანსი, დევისი, კ.ევანსი (მაკგინი, 84), დალასი, უორდი (მაგენისი, 70), ნორვუდი, ვაშინგტონი (ლაფერტი, 59).

მწვრთნელი: მაიკლ ო’ნილი.

გერმანია (4-2-3-1): ნოიერი, ჰუმელსი, ბოატენგი (ჰიოვედესი, 76), ჰექტორი, კიმიხი, მიულერი, ხედირა (შვაინშტაიგერი, 69), კროოსი, გიოტცე (შიურლე, 55), ოზილი, გომესი.

მწვრთნელი: იოახიმ ლიოვი.

გოლი: გომესი (30).

მსაჯი: კლემენტ ტურპინი (საფრანგეთი).

კარისკენ დარტყმა: 1 (1) – 21 (9), კუთხური: 3 – 6, ბურთის ფლობა: 30% – 70%; თამაშგარე: 2 – 3; ჯარიმა: 10 – 8;


“სტად ველოდრომი” (მარსელი). 58 874 მაყურებელი

უკრაინა – პოლონეთი 0:1 (0:0)

უკრაინა (4-2-3-1): პიატოვი, ფედეცკი, ბუტკო, ხაჩერიდი, კუჩერი, იარმოლენკო, სტეპანენკო, კონოპლიანკა, როტანი, ზინჩენკო (კოვალენკო, 73), ზოზულია (ტიმოშჩუკი, 90).

მწვრთნელი: მიხაილო ფომენკო.

პოლონეთი: ფაბიანსკი, იედრჟეიჩიკი, პაზდანი, გლიკი, ჩიონეკი, კრიხოვიაკი, ზიელინსკი (ბლაშჩიკოვსკი, 46), მილიკი (სტარჟინსკი, 90), იოდლოვიეცი, კაპუსტკა (გროსიცკი, 71), ლევანდოვსკი.

მწვრთნელი: ადამ ნავალკა.

გოლი: ბლაშჩიკოვსკი (54).

გაფრთხილება: როტანი (25), კუჩერი (38), კაპუსტკა (60).

მსაჯი: სვეინ ოდვარ მოენი (ნორვეგია).

კარისკენ დარტყმა: 12 (4) – 8 (3), კუთხური: 3 – 2, ბურთის ფლობა: 64% – 36%; თამაშგარე: 2 – 2; ჯარიმა: 23 – 12;


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.040485