პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ინსტაგრამის მეშვეობით განაცხადა, რომ გუნდს ჯგუფში პირველობის შანსი აქვს.
პორტუგალიამ ევროპის ჩემპიონატზე მეორე ტურის მატჩი ავსტრიასთან ფრედ 0:0 დაასრულა და ორი ქულით მესამე ადგილზე იმყოფება.
"შედეგით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ ვიცი თქვენთან ერთად ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლას შევძლებთ." - მიმართა რონალდუმ გულშემატკივრებს.
განვლილი შეხვედრა კრიშტიანუსთვის სანაკრებო დონეზე 128-ე გახლდათ და მან ლუიშ ფიგუს (127) შედეგი გააუმჯობესა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია