Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
უკრაინა შინ მიდის, სამეული იბრძოლებს
2016-06-21 11:44 | ნახვები: 6756
1234
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

21 ივნისს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩები C ჯგუფში შედგება და იმ გუნდების ვინაობას შევიტყობთ, რომლებიც პლეი-ოფის საგზურებს მიიღებენ, მე-3 ადგილზე გასული ნაკრები კი სხვა ჯგუფების შედეგებს დაელოდება. უკვე ცნობილია, რომ ევრო-2016-ს ყველა ვარიანტში დაემშვიდობება უკრაინა, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი გერმანია, პოლონეთი და ჩრდილოეთ ირლანდია კი, დასკვნითი მატჩების იმედად არიან.

ცხადია, ყველაზე მძიმე ვითარებაში ბრიტანელები არიან, რომლებიც აშკარა ფავორიტად მიჩნეულ გერმანიას ხვდებიან და თუკი არ მოიგეს, მე-3 პოზიციას ვერაფრით ასცდებიან. მაიკლ ო’ნილის შეგირდებს ჩემპიონატის დაწყებამდე აუტსაიდერთა რიგებში მოიაზრებდნენ, თუმცა, მათ უკვე ბევრი რამის მიღწევა მოახერხეს. ჩრდილოეთ ირლანდიამ პოლონეთთან მარცხის შემდეგ მობილიზება შესძლო და უკრაინას 2:0 სძლია, რითაც ისტორიულ შედეგს მიუახლოვდა. ბრიტანელებს დასაკარგი არაფერი აქვთ და როგორც მათმა თავკაცმა განაცხადა, გუნდი უაღრესად მოტივირებულია.

აი, ო’ნილის სიტყვებიც: “წინა მატჩების მსგავსად, ურთულესი შეხვედრა გველის, მაგრამ ეს დიდი გამოწვევაცაა. მერვედფინალში გასვლის შანსი გვაქვს და ეს, სიამაყით აღგვავსებს. თუკი მოვიგეთ ან ფრედ ვითამაშეთ, ძალიან კარგ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. ისეთივე განწყობით ვითამაშებთ, როგორც – უკრაინასთან. ფეხბურთელები მომავალ მატჩს მოუთმენლად ელიან. მათ მე-2 ტურის შემდეგ ძალების აღდგენა მოახერხეს და ახლა, საოცარი ენთუზიაზმი ამოძრავებთ. დარწმუნებული ვარ, ბიჭებს ეს განწყობა მოედანზეც გადაჰყვებათ და მიუხედავად იმისა, რომ გერმანიას ვეთამაშებით, არ შევრცხვებით”.

ბრიტანელთა გარჯას სათანადო პატივი მიაგო გერმანელთა დამრიგებელმა იოახიმ ლიოვმაც: “ამ ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიურპრიზი გვაჩუქა. პოლონეთთან სასტარტო შეხვედრაში ისინი შებოჭილები იყვნენ, აი, უკრაინასთან კი სხვა გუნდი ვიხილეთ. ჩრდილოეთ ირლანდია ძალიან სახიფათოა. მათ რიგებში ბევრი ისეთი ფეხბურთელია, რომლებიც არასდროს იღლებიან, სტანდარტული სიტუაციებისას კი ბევრი რამ შეუძლიათ. ირლანდიელთა დაცვითი ხაზი განსაკუთრებით საიმედოა”.

გერმანიის ნაკრების დარად, 4 ქულა აქვს აქტივში პოლონეთს, რომელიც სხვა მხრივაც კარგ მდგომარეობაშია. როგორც აღვნიშნეთ, უკრაინას მერვედფინალში გასვლის თეორიული შანსიც კი დაკარგული აქვს, თანაც გუნდი ზედიზედ 2 მარცხის შემდეგ, სამშობლოში ისე გააკრიტიკეს, ახლა, მიხაილო ფომენკოს ფეხბურთელთა ადგილას ყოფნას არავი ინატრებდა. სათქმელია, რომ თავად უკრაინელთა მთავარი მწვრთნელიც ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, პოსტის დატოვებას აპირებს, მის ნაცვლად კი, ეროვნულ ნაკრებს, სავარაუდოდ, ანდრეი შევჩენკო დაიკავებს.

“მიჯრით 2 წაგების შემდეგ, ბიჭებს არაერთი მწარე სიტყვის მოსმენა მოუხდათ და იმედია, ეს, მათ ცოტა გამოფხიზლებს. ისინი მინდორზე უნდა გავიდნენ და ღირსეულად ითამაშონ. პოლონეთის სახით ძალიან ძლიერი მეტოქე გველის და ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მათ შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგი შანსი აქვთ. გულშემატკივრებს კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდი და ვპირდები, რომ პოლონეთთან სხვა უკრაინას იხილავენ”, - განაცხადა ფომენკომ.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა პოლონელთა თავკაცმა ადამ ნავალკამაც: “თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უკრაინასთან მატჩი ევრო-2016-ზე ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. პრინციპში, ჩვენ ყველა თამაშზე მსგავსი მოტივაციით გავდივართ, თუმცა, ის ფაქტი, რომ მომავალ მატჩში ბევრი რამ წყდება, უფრო ყურადღებით ყოფნას გვავალდებულებს. მეტოქეს პატივს ვცემთ. უკრაინა სერიოზული ოპონენტია. მათ ბევრი ისეთი ფეხბურთელი ჰყავთ, რომლებიც ჩემპიონთა ლიგაში რეგულარულად თამაშობენ. კითხვაზე მერვედფინალში მეტოქედ ვის ვისურვებდი, პასუხს არ გაგცემთ. ჯერჯერობით, მხოლოდ ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩზე ვფიქრობ”.

ნავალკამ ისიც განაცხადა, რომ უკრაინასთან მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს ნაკრების ძირითადი გოლკიპერი ვოიცეხ შჩესნი. მან ბარძაყის ტრავმა პირველ ტურში ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩში მიიღო და არც გერმანიასთან უთამაშია, ახლა კი, შჩესნის უკრაინასთან დაპირისპირებაც გამოირიცხა. ვიოცეხის ნაცვლად, პოლონელთა კარში ლუკაშ ფაბიანსკის ვიხილავთ, რომელმაც გერმანიასთან თამაში “მშრალზე” ჩაატარა.


“პარკ დე პრენსი” (პარიზი). C ჯგუფი. 20:00 საათი

ჩრდილოეთ ირლანდია – გერმანია

სავარაუდო შემადგენლობები

ჩრდილოეთ ირლანდია (4-5-1): მაკგოვერნი, ჰიუზი, მაკოლი, კატკარტი, ჯ.ევანსი, დევისი, კ.ევანსი, დალასი, უორდი, ნორვუდი, ვაშინგტონი.

მწვრთნელი: მაიკლ ო’ნილი.

გერმანია (4-2-3-1): ნოიერი, მუსტაფი, ჩანი, ჰუმელსი, ჰექტორი, მიულერი, კროოსი, დრაქსლერი, შვაინშტაიგერი, გიოტცე, გომესი.

მწვრთნელი: იოახიმ ლიოვი.

მსაჯი: კლემენტ ტურპინი (საფრანგეთი).


“სტად ველოდრომი” (მარსელი). C ჯგუფი. 20:00 საათი

უკრაინა – პოლონეთი

სავარაუდო შემადგენლობები

უკრაინა (4-2-3-1): პიატოვი, ფედეცკი, რაკიცკი, ხაჩერიდი, შევჩუკი, იარმოლენკო, სიდორჩუკი, სტეპანენკო, კონოპლიანკა, კოვალენკო, ზოზულია.

მწვრთნელი: მიხაილო ფომენკო.

პოლონეთი: ფაბიანსკი, იედრჟეიჩიკი, პაზდანი, გლიკი, პიშჩეკი, კრიხოვიაკი, ბლაშჩიკოვსკი, გროსიცკი, მაჩინსკი, მილიკი, ლევანდოვსკი.

მწვრთნელი: ადამ ნავალკა.

მსაჯი: სვეინ ოდვარ მოენი (ნორვეგია).


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.052286