Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
გერმანიის იოლი გასეირნება
2016-06-26 23:15 | ნახვები: 6193
german.jpg
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

“სტად პიერ მაროუზე” გამართულ 1/8 ფინალურ მატჩში ერთი წუთითაც არ დამდგარა კითხვა იმის შესახებ, თუ ვინ გავიდოდა შემდეგ ეტაპზე. გერმანიის ნაკრებმა პირველივე წუთებიდან უდიდესი უპირატესობა მოიპოვა, სლოვაკეთს სამი უპასუხო ბურთი გაუტანა და 1/4 ფინალში ძალიან იოლად გავიდა.

როგორც პრევიუში მოგახსენეთ, გერმანიის ნაკრებმა 25 მაისს აუგსბურგში ამხანაგური მატჩი წააგო (1:3) სლოვაკეთთან. შესაბამისად, იოახიმ ლიოვის შეგირდები მეტოქეს ბევრად სერიოზულად უყურებდნენ და ამასთან, რევანშის აღება სურდათ.

ლიოვმა შემადგენლობაში ერთი ცვლილება განახორციელა: მარიო გიოტცე იულიან დრაქსლერით ჩაანაცვლა, რომელმაც მწვრთნელს იმედი გაუმართლა და შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

გერმანიამ თავიდანვე მძლავრად შეუტია მეტოქეს და ანგარიში მე-8 წუთზე გახსნა – ჟერომ ბოატენგმა შორიდან ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა, თუმცა ამაში მცირე რიკოშეტიც დაეხმარა. ბუნდესგუნდი გატანილი გოლის შემდეგაც არ გაჩერებულა და 5 წუთში სხვაობის გაზრდის 100%-იანი შანსი მიეცათ: მარტინ შკრტელმა საკუთარ საჯარიმოში მარიო გომესი წააქცია და სიმონ მარჩინიაკმა პენალტის ნიშნულისკენ გაიშვირა ხელი. უმაღლესი საფეხბურთო სასჯელის შესრულება მესუთ ოზილმა ითავა, მაგრამ მატუს კოზაჩიკს ვერ აჯობა. მესუთს მალე კიდევ ერთი შანსი მიეცა, მაგრამ ამჯერად ოდნავ ააცილა.

მოკლედ, გერმანია მთელი ტაიმის განმალობაში უდიდეს უპირატესობას ფლობდა, მაგრამ მეორეს გატანას ვერ ახერხებდა. ტაიმის ბოლო წუთებში კი, სლოვაკებიც გააქტიურდნენ და ერთი ეპიზოდიც შექმნეს. სწორედ მაშინ, როდესაც მეტოქე გამოცოცხლდა და ოდნავ შეტევაში გაერთო, გერმანიამ ამით ისარგებლა და 43-ე წუთზე მატჩის ბედიც გადაწყვიტა – მარცხენა ფლანგზე იულიან დრაქსლერმა ვიზავი ძალიან იოლად გააბითურა და საჯარიმოში შეიჭრა, ხოლო შემდეგ მარიო გომესი მოძებნა, რომელმაც ახლო მანძილიდან იხეირა და გერმანიამ ტაიმი 2:0 იმარჯვა.

იოახიმ ლიოვის შეგირდები მეორე ნახევარშიც მშვენივრად თამაშობდნენ და შეეძლოთ ძალიან დიდი ანგარიშით ემარჯვათ, თუმცა მხოლოდ ერთი ბურთის გატანა მოახერხეს – 63-ე წუთზე დრაქსლერმა ეფექტური დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და გერმანია 1/4 ფინალშია.

აღსანიშნავია, რომ ბუნდესგუნდი ერთადერთია, რომელსაც მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გოლი არ გაუშვია. გერმანელები შემდეგ ეტაპზე ესპანეთის და იტალიის წყვილის გამარჯვებულს შეხვდებიან.

გერმანია – სლოვაკეთი 3:0 (2:0)

ლილი, “სტად პიერ მაროუ”

გერმანია (4-2-3-1): ნოიერი, ბოატენგი (ჰიოვედესი 72), ჰუმელსი, ექტორი, კიმიხი, კროოსი, ხედირა (შვაინშტაიგერი 76), დრაქსლერი (პოდოლსკი 72), მიულერი, ოზილი, გომესი.
მწვრთნელი: იოახიმ ლიოვი

სლოვაკეთი (4-3-3): კოზაჩიკი, დურიცა, შკრტელი, პეკარიკი, გიომბერი (სალატა 84), სკრინიარი, ჰროსოვსკი, ჰამშიკი, ვაისი (გრეგუსი 46), კუჩკა, დურისი (სესტაკი 64).
მწვრთნელი: იან კოზაკი

გოლები: 1:0 ბოატენგი (8), 2:0 გომესი (43), 3:0 დრაქსლერი (63)
გაფრთხილებები: კიმიხი, ჰუმელსი – შკრტელი, კუჩკა
მსაჯი: სიმონ მარჩინიაკი

მე-13 წუთზე ოზილმა პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.040605