|
დარიო სრნა სამშობლოს დაემშვიდობა
2016-06-27 13:38 | ნახვები: 5905
1
ხორვატიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა დარიო სრნამ სანაკრებო კარიერა დაასრულა. როგორც ინტერნეტპორტალი sport.es-ი იუწყება, 34 წლის სრნამ არნიშნული გადაწყვეტილება ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში პორტუგალიასთან მარცხის შემდგომ მიიღო. სრნა, რომელიც უკვე კარგა ხანია დონეცკის “შახტარის” ფეხბურთელია, ეროვნულ ნაკრებში პირველად 2002 წელს მიიწვიეს და მას შემდგომ თავისი ქვეყნის უპირველი გუნდის ღირსება 134 მატჩში დაიცვა და მეტოქეთა კარში მიუხედავად პოზიციისა, ორი გოლის გატანაც შეძლო. |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია