|
ფრანგმა და ინგლისელმა ფანებმა მარსელში იჩხუბეს
2016-06-10 12:59 | ნახვები: 5016
1234567
ფრანგი და ინგლისელი ფანები მარსელში ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც The Telegraph-ი იტყობინება, შეტაკება გუშინ ღამით, მარსელის ერთ-ერთ უბანში, ირლანდიურ ბართან მოხდა, სადაც ინგლისელი გულშემატკივრები იყვნენ შეკრებილნი. პოლიციას მოჩხუბართა დასაშოშმინებლად ცრემლსადენი გაზის გამოყენება დასჭირდა. ჩხუბის შედეგად მძიმე დაზიანებები მიიღო ერთმა ინგლისელმა ქომაგმა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. ბოლო ინფორმაციით, პოლიციამ ორი ინგლისელი დააკავა. ინგლისელები ირწმუნებიან, რომ ჩხუბი მათი ინიცირებული არ ყოფილა და მათ მოულოდნელად დაესხა თავს ხელნაკეთი იარაღებით აღჭურვილი ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებიც ყვიროდნენ - “ცემეთ ინგლისელები”. “ისინი ჯერ შეურაცხყოფას გვაყენებდნენ, შემდეგ კი თავს დაგვესხნენ. ჩვენები ცუდს არაფერს აკეთებდნენ. მართალია ზოგიერთმა ბევრი დალია, თუმცა ეს იყო და ეს, ისინი არაფერს აშავებდნენ” - ამბობს ლიდსელი ქომაგი სახელად საიმონი. “ეს დაგეგმილი თავდასხმა იყო. მათ ზუსტად იცოდნენ სად ვიმყოფებოდით და ჩვენთვის ზიანის მოყენება ჰქონდათ მიზნად” - აცხადებს კიდევ ერთი ინგლისელი გულშემატკივარი, კრის ლორდი.
მომხდარს საფრანგეთის პოლიცია იძიებს. |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია