Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ჩრდილოირლანდიელთა ისტორიული გამარჯვება
2016-06-17 00:19 | ნახვები: 7276
12345
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში პირველი გამარჯვება იზეიმა და ეს იმ შეხვედრაში მოახერხა, რომელშიც აშკარა აუტსაიდერად მოიაზრებოდა. მაიკლ ო’ნილის შეგირდებმა ჯგუფური ეტაპის საწყის შეხვედრაში პოლონეთთან 0:1 წააგეს, გუშინ კი, უკრაინასთან მაქსიმალურად დაიხარჯნენ და 2:0 იმარჯვეს.

უგოლოდ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ, მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდა. 49-ე წუთი მიდიოდა, როდესაც ოლივერ ნორვუდმა შორეული ძელის მიმართულებით ჩააწოდა, გარეტ მაკოლიმ კი თავურით ბურთი მარცხენა ცხრიანში გადაგზავნა. აქვე ვთქვათ, რომ ეს უკანასკნელი თამაშის საუკეთესო მოთამაშედ იქნა აღიარებული.

უკრაინელებს ბურთის ფლობაში კი დიდი უპირატესობა (66%-34%) ჰქონდათ, თუმცა, სხვა მხრივ ბრიტანელები დიდად არ დაუჯაბნიათ. აი, ო’ნილის ბიჭებმა კი შანსები მაქსიმალურად კარგად გამოიყენეს. უკვე მსაჯის მიერ კომპენსირებული დრო მიდიოდა, როდესაც თავი ნილ მაკგინმა გამოიჩინა.

ანდრეი პიატოვი საჯარიმოს მისადგომებიდან სტიუარტ დალასის დარტყმულს კი გაუმკლავდა, თუმცა, ბურთი არცთუ კარგად მოიგერია და მაკგინმა დაახლოებით ხუთი მეტრიდან ბურთი კარში გადაგზავნა. საინტერესოა, რომ ამ დროს მსაჯის მიერ დამატებული მე-6 (!) წუთი მიდიოდა...

მიხაილო ფომენკო: “წარუმატებლობის მთავარი მიზეზი ისაა, რომ გუნდურად ვერ ვითამაშეთ. დღეს, ის დავალებები, რაც ბიჭებს მივეცით, შესრულებული არ იქნა. სასწაულები არ ხდება. რაც დავგეგმეთ, ვერ განვახორციელეთ და შესაბამისი შედეგიც მივიღეთ. ყველა გავაფრთხილე, რომ სტანდარტული სიტუაციების დროს განსაკუთრებით ყურადღებით ყოფილიყვნენ, მაგრამ მაინც უხეში შეცდომები დავუშვით”.

მაიკლ ო’ნილი: “ევროპის ჩემპიონატის წინ, ჩვენს ნაკრებს ყველა აუტსაიდერად მიიჩნევდა. უმეტესობა იმასაც კი ამბობდა, რომ ქულასაც კი ვერ ავიღებდით. მართალია, პოლონეთთან შეხვედრაში სანახაობრივი თამაში ვერ ვაჩვენეთ, თუმცა, უკრაინასთან უკეთ გავისარჯეთ. ახლა, ევროპის პირველობის მნიშვნელობა უკეთ შევიგრძენით და ყველაფერი ჩვენს ხელთაა”.


“სტად დე ლუმიე” (ლიონი). 51 043 მაყურებელი

უკრაინა – ჩრდილოეთ ირლანდია 0:2 (0:0)

უკრაინა (4-2-3-1): პიატოვი, ფედეცკი, რაკიცკი, ხაჩერიდი, შევჩუკი, კოვალენკო (ზინჩენკო, 83), იარმოლენკო, სტეპანენკო, კონიპლიანკა, სიდორჩუკი (გარმაში, 75), სელეზნიოვი (ზოზულია, 71).

მწვრთნელი: მიხაილო ფომენკო.

ჩრდილოეთ ირლანდია (4-5-1): მაკგოვენი, ჰიუზი, მაკოლი, კატკარტი, ჯ.ევანსი, დევისი, კ.ევანსი (მაკნეირი, 90), დალასი, უორდი (მაკგინი, 69), ნორვუდი, ვაშინგტონი (მაგენისი, 83).

მწვრთნელი: მაიკლ ო’ნილი.

გოლები: 0:1 მაკოლი (49), 0:2 მაკგინი (90).

გაფრთხილება: სელეზნიოვი (40), მაკოლი (49), სიდორჩუკი (67), დალასი (86), ჯ.ევანსი (90).

მსაჯი: კრალოვეცი (ჩეხეთი).


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.066431