Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
პორტუგალია მეშვიდედ, უელსი პირველად
2016-07-06 10:50 | ნახვები: 20973
1234
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

1992 წელს დანია, 2004 წელს საბერძნეთი, 2016 წელს... ევროპის ჩემპიონატს ყოველ 12 წელიწადში სენსაციური ტრიუმფატორი ჰყავს და ვნახოთ, ამჯერად თუ მოხდება მსგავსი რამ. პორტუგალია-უელსი: ერთ-ერთი ფინალში გავა, სადაც ფავორიტი ვერ იქნება, მაგრამ იქ უკვე ვინ იცის, რა მოხდება.

პორტუგალია თუ უელსი? კრიშტიანუ რონალდუ თუ გარეთ ბეილი? მადრიდის "რეალის" ვარსკვლავები თავიანთი ნაკრებების ლიდერები არიან და დღეს ერთ-ერთი ფინალის საგზურს მიპოვებს, მეორე კი დამწუხრებული დარჩება.

პორტუგალია დიდ ტურნირებზე (ევროპა და მუნდიალი) მეშვიდედ გავიდა ნახევარფინალში და გასული ექვსი ცდიდან მხოლოდ ერთხელ გააღწია ფინალში - 2004 წელს, შინ საბერძნეთთან 0:1 რომ წააგო ფინალი. მოკლედ, დაწყევლილი ზღუდეა ლუზიტანელებისთვის.

უელსს რაც შეეხება, ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტია, მუნდიალზე კი მხოლოდ ერთხელ, 1954 წელს უთამაშია და მეოთხედფინალშიც გასულა.

პორტუგალია თუ უელსი? ორი განსხვავებული ფეხბურთის მიმდევარი, ორი სხვადასხვა ფილოსოფის მქონე ნაკრები, თუმცა საერთო რაც აქვთ, ეს გუნდურად კარგად დაყენებული თამაშია.

უელსი უფრო დამაჯერებლად და უფრო ლაღი თამაშით გავიდა ოთხეულამდე. ხუმრობა ხომ არაა, კოულმენის გუნდმა 4 მატჩი ძირითად დროში მოიგო, როცა პორტუგალიამ ეს ვერცერთხელ ვერ მოახერხა.

რამხელა დანაკლისია ბრიტანელთათვის აარონ რემზის არყოფნა... ის გუნდის ნახევარდაცვის სული და გულია, ბელგიასთანაც ორი საგოლე პასი მიითვალა და რთული იქნება მისი შეცვლა. სრულფასოვნად შეცვლა კი, ალბათ, ვერც მოხერხდება. უელსს დააკლდება მცველი დევისიც.

პორტუგალიას ასევე დისკვალიფიკაციის გამო არ ეყოლება საყრდენი ვილიამ კარვალიო, ხოლო პეპე ტრავმირებულია და შესაძლოა, ვერ ითამაშოს. ეს "სავარაუდოდ", გადაწყვეტით კი, ჯერ უცნობია. პორტუგალიის დაცვის ლიდერმა გუშინ ინდივიდუალურად ივარჯიშა და ვნახოთ...

ურთიერთშეხვედრებზე: სულ 3-ჯერ შეხვედრიან. 1949 წელს ლისაბონში პორტტუგალიამ 3:2 მოიგო, 1951 წელს კარდიფში უელსელებმა 2:1 იმარჯვეს, 2000 წელს კი პორტუგალიის ქალაქ ჩავესში მასპინძლებმა 3:0 იმარჯვეს. ასე რომ, მოგებათა ჯამში 2:1 სამხრეთევროპელთა სასარგებლოდ.

ფერნანდუ სანტუში: "ეს მხოლოდ რონალდუ-ბეილის დაპირისპირება არაა. უელსს ძალიან კარგი გუნდი ჰყავს, ტექნიკური ფეხბურთელებით სავსე, ამასთან მაღალ ტემპში თამაშობენ. საერთოდ, ბრიტანულმა საფეხბურთო სკოლამ ბევრი მასწავლა მწვრთნელობაში, უელსი კი ბრიტანული ფეხბურთის ტიპიური მაგალითია. მათ ძლიერი ჯგუფიდან გააღწიეს და არც მეტი არც ნაკლები, ბელგიას 3:1 მოუგეს. კრის კოულმენის დიდი გულშემატკივარიც გახლავართ, ჩვენ ხშირად გვისაუბრია ერთმანეთთან, როცა ორივენი საბერძნეთში ვმუშაობდით. მესმის, ფავორიტებად რატომ გვასახელებს, მაგრამ ვიცი, რომ თავის ფეხბურთელებს ნამდვილად არ ეტყვის, პორტუგალია ფავორიტიაო".

კრის კოულმენი: "ევრო-2016 საუკეთესო რამ არის ჩემს კარიერაში. ვამაყობ აქ ნაჩვენები შედეგებით, მაგრამ თუ ფეხბურთელები გვერდში არ გიდგანან, შენი მეთოდები წყალში გადაიყრება. ჩემს სამწვრთნელო კარიერაში იყო "ქოვენთრი", სადაც ძალიან გამიჭირდა. შემდეგ ბერძნული "ლარისა", სადაც გადასვლა სერ ალექს ფერგიუსონმა მირჩია. მცირე გასამრჯელო და ბევრი სამუშაო - ეს ცვნახე საბერძნეტში, რაც გამოცდილებისთვის წამადგა. არ ვიცი, სად გაჩერდება უელსის ნაკრები ამ ევროპის ჩემპიონატზე, თუმცა გამოგიტყდებით, ტურნირის დაწყებამდე ჯგუფიდან გასვლაზე ვფიქრობდი და შემდგომ პერსპექტივებზე არ ვფიქრობდი. პორტუგალიისთვის ეს მეშვიდე ნახევარფინალია, ჩვენთვის - პირველი. მეტოქე ფავორიტია, მაგრამ ბელგიასთან მატჩის წინ ცოტა თუ ჩადიოდა ფსონს ჩვენზე. რონალდუ? გასაოცარი ფეხბურთელია, მაგრამ მის განეიტრალებაზე ზედმეტ კონცენტრირებას არ მოვახდენთ. რაც შეეხება გარეთ ბეილს, ის გუნდური ფეხბურთელის ნიმუშია. ბეილს რონალდუს შესახებ დამატებითი, დაწვრილებითი ინფორმაცია არ მოუცია. ისედაც ვიცით, რა დონის 7 ნომერი ჰყავს პორტუგალიას, ვიცით მისი საუკეთესო თვისებები".

სხვათა შორის, ბეილმაც თქვა, კრიშტიანუ რონალდუ დიდი ფეხბურთელია, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში პერსონალურად რომელიმე ერთი ფეხბურთელის გამოყოფა არასწორი იქნებაო.

6 ივლისი. 23:00. ლიონი. სტად დე ლიონი

პორტუგალია-უელსი

სავარაუდო შემადგენლობები

პორტუგალია: რუი პატრისიუ, სედრიკი, რიკარდუ კარვალიო (ან პეპე), ფონტე, ელიზეუ, დანილო, ჟოაო მარიო, მოუტინიუ, რენატო სანჩესი, ნანი, რონალდუ

მწვრთნელი: ფერნანდუ სანტუში

უელსი: ჰენესი, ჩესტერი, ეშლი ვილიამსი, კოლინზი, განტერი, ტეილორი, კინგი, ალენი, ლედლი, ბეილი, რობსონ-კანუ

მწვრთნელი: კრის კოულმენი

მსაჯი: ერიქსონი (შვედეთი)

კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:26 | 06.07.2016
giorgiusi (618)

Warning: preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead in /home/admin/domains/worldcup.worldsport.ge/public_html/fblogin2.php on line 222

Deprecated: str_replace(): Passing null to parameter #3 ($subject) of type array|string is deprecated in /home/admin/domains/worldcup.worldsport.ge/public_html/fblogin2.php on line 196

13:24 | 06.07.2016
bavaria-munchen5 (531)

Warning: preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead in /home/admin/domains/worldcup.worldsport.ge/public_html/fblogin2.php on line 222

Deprecated: str_replace(): Passing null to parameter #3 ($subject) of type array|string is deprecated in /home/admin/domains/worldcup.worldsport.ge/public_html/fblogin2.php on line 196

12:34 | 06.07.2016
გ.ი.გ.ზ.ი. (3294)

12:26 | 06.07.2016
BEERTRANCE (87587)

13:06 | 06.07.2016
Neymarjr (44)

11:31 | 06.07.2016
skorpiona (353)

11:08 | 06.07.2016
(9)

11:11 | 06.07.2016

ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.047198