თბილისის დროით 23:00 საათზე, საფრანგეთში სტარტს აიღებს 2016 წლის ევროპის ჩემპიონატი. ტურნირის მასპინძელი გახსნით შეხვედრაში რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
უეფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, დიდიე დეშამის და ანგელ იორდანესკუს სასტარტო შემადგენლობები შემდეგნაირად გამოიყურება:
საფრანგეთი (4-3-3): ლორისი; სანია, რამი, კოშელნი, ევრა; პოგბა, კანტე, მატუიდი; გრიზმანი, ჟირუ, პაიე
მწვრთნელი: დიდიე დეშამი
რუმინეთი (4-3-3): ტატარუშანუ; საპუნარუ, ჩირიკეში, გრიგორიე, რაცი; სტანჩუ, ჰობანი, პინცილი; პოპა, ანდონე, სტანკუ
მწვრთნელი: ანგელ იორდანესკუ
მსაჯი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია