|
ფუქსი: "ავსტრიას მერვედფინალში გასვლა შეუძლია"
2016-06-19 16:51 | ნახვები: 4277
1
ავსტრიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა კრისტიან ფუქსმა პორტუგალიასთან ფრედ (0:0) დასრულებული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მომდევნო გუნდს მომდევნო ეტაპზე გასვლა შეუძლია. "რიგ შემთხვევებში იღბალმა გვიმტყუვნა. საბოლოო ჯამში გუნდმა კარგად ითამაშა. პორტუგალია ტოპ კლასის გუნდია. განვლილ მატჩში ერთი ქულა მოვიპოვეთ ფავორიტ პორტუგალისთან. ახლა კი ყველაფერი ჩვენ ხელთაა." - განაცხადა "ლესტერის" მცველმა. მესამე ტურში ავსტრია ისლანდიას დაუპირისპირდება. მატჩი 22 ივნისს თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია