პორტუგალიის ეროვნული ნაკრების შემტევმა რიკარდო კუარეჟმამ ხორვატიასთან მოგებული შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ წარმატება თავის გუნდს კარგმა თავდაცვამ მოუტანა.
"მთავარი ის ფაქტი გახლდათ, რომ ვიცოდით თავი როგორ დაგვეცვა და შემდეგ კონტრშეტევებზე გადავდიოდით. ხორვატია დიდებული გუნდია, დედებული ფეხბურთელებით. 120 წუთის განმავლობაში გაგვიმართლა." - განაცხადა კუარეჟმამ.
რიკარდომ გოლი 117-ე წუთზე გაიტანა. პორტუგალია კუარეჟმას გოლის წყალობით მეოთხედფინალში გავიდა, სადაც პოლონეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია