Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ბელგიამ ირლანდია ადვილად დაჯაბნა
2016-06-18 18:18 | ნახვები: 6081
1234567891011121314151617181920212223242526272829303132
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

ბელგიის ნაკრებმა პირველ ტურში ნაჩვენები ცუდი თამაშის შემდეგ ხასიათი გამოიკეთა და ირლანდიის თავმოყვარე გუნდს საკმაოდ ადვილად მოუგო – 3:0.

მარკ ვილმოტსმა წინა შეხვედრასთან შედარებით მარუან ფელაინი, რაჯა ნაინგოლანი და ლორენ სიმანი სკამზე დატოვა და მათ ნაცვლად ძირითადში იანიკ ფერეირა-კარასკო, მუსა დემბელე და ტომას მუნიე გაამწესა. განსაკუთრებით კარგი მათ შორის, “ბრიუგეს” მარჯვენა მცველი გახლდათ, რომელიც მთელი თამაში დამაჯერებელი იყო და საგოლე პასის გაკეთებაც მოახერხა. ედენ აზარსა და კევინ დე ბრუინს კი, გოლები არც ამჯერად გაუტანიათ, მაგრამ იტალიასთან თამაშშთან შედარებით ბევრად უკეთესად გაისარჯნენ.

პირველი ტაიმი შედარებით თანაბარი იყო და გოლი არც გასულა. ირლანდიელი ფეხბურთელები ბელგიელ შემტევს სივრცეებს თითქმის არ უტოვებედნენ და შესაბამისად ყველაზე რეალური მომენტი, რომელიც “წითელმა ეშმაკებმა” შექმნეს, თამაშგარე იყო – ფერეირა-კარასკომ მოვლენებს ოდნავ დაასწრო და გოლი სამართლიანად გაუუქმეს. მეორე ტაიმის დაწყება და ბელგიელთა გოლი კი ერთი იყო. ალბათ, სწორედ სწრაფმა გოლმა გაუხსნა ბელგიის ნაკრებს ხელ-ფეხი და მოედანზე რასაც უნდოდა იმას აკეთებდა. ირლანდია პირიქით - გატყდა. გოლი კი, სწრაფ კონტრშეტევას მოჰყვა და დე ბრუინმა ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ რომელუ ლუკაკუს გადააწოდა, რომელიც სხვათა შორის პირველ 45 წუთში ძალზე პასიური გახლდათ, თუმცა ამჯერზე ჩინებულად დაარტყა და მეკარეს შანსი არ ჰქონდა. გაცილებით ლამაზი გამოუვიდა ვილმოტსის გუნდს მეორე გოლი – ირლანდია მეტოქეს კარგა ხანი ბურთს ვერ ართმევდა და საბოლოოდ, 28 პასის მერე მუნიეს ჩაწოდება აქსელ ვიტსელმა ზუსტი თავურით დააგვირგვინა. აღსანიშნავია, რომ “ზენიტის” საყრდენი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. საგოლე პასის ავტორმა მუნიემ კი, მესამე გოლის ეპიზოდი დაიწყო, როცა დაცვაში დიდებულად ითამაშა, მეტოქეს ბურთის აართვა და ედენ აზარს გადააწოდა. მან კი სწრაფად გაირბინა და ონილის გუნდის ნახევარი და ლუკაკუმ ახლო მანძილიდან გაიტანა – 3:0.

მოკლედ, ბელგიის ნაკრები გონს მოვიდა და თუ ასე გააგრძელებს თამაშს, პრობლემებს ბევრს შეუქმნის. ყოველშემთხვევაში დღეს გამოჩნდა, რომ ამ ნაკრებს პოტენციალი მართლაც დიდი აქვს. ირლანდიის ნაკრებმა კი, მეტად სუსტი თამაში აჩვენა და რთული სათქმელია რა შანსი აქვთ “მწვანეებს” ჯგუფიდან რომ გავიდნენ – ამისთვის იტალიის ნაკრების ძლევაა საჭირო. თავის მხრივ, “სკუადრა აძურამ” E ჯგუფში პირველი ადგილი უკვე გაინაღდა და ბოლო ტურში უმოტივაციოდ იქნება.

ბელგია – ირლანდია 3:0 (0:0)

ბორდო, “სტად დე ბორდო”

მაყურებელი: 39 493

ბელგია (4-2-3-1): კურტუა; მუნიე, ალდერვეიელდი, ვერმაელენი, ვერტონგენი; ვიტსელი, დემბელე (ნაინგოლანი 57); ფერეირა-კარასკო (მერტენსი 64), დე ბრუინი, აზარი; ლუკაკუ (ბენტეკე 82)

მწვრთნელი: მარკ ვილმოტსი

ირლანდია (4-4-1-1): რენდოლფი; კოულმენი, ოში, კლარკი, უორდი; ჰენდრიკი, უელანი, მაკარტი (მაკლინი 62), ბრეიდი; ჰულეჰანი (მაკგიდი 72); ლონგი (კინი 79)

მწვრთნელი: მარტინ ონილი

გოლები: 1:0 ლუკაკუ (48), 2:0 ვიტსელი (61), 3:0 ლუკაკუ (70)

გაფრთხილება: ვერმაელენი (49) – ჰენდრიკი (42)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 18 (7) - 11 (2) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 5:4 თამაშგარე: 3:1

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: აქსელ ვიტსელი

მსაჯი: ჩიუნეთ ჩაქირი (თურქეთი)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.081808