Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ბრიტანული დერბის მოლოდინში
2016-06-16 10:08 | ნახვები: 6299
123
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

ეს ნამდვილი ბრიტანული დერბია. ამათ ევრო 2016-ის სატურნირო ამბების გარდა საკუთარი ანგარიშიც აქვთ ერთმანეთთან, ამიტომ თამაში ძალიან საინტერესო უნდა გამოვიდეს. ხუთშაბათს ისინი 104-ედ გაეჯიბრებიან. პირველად კი 1879 წლის 18 იანვარს შეხვდნენ და იმ მატჩში ინგლისელებმა 2:1 გაიმარჯვეს. სულ კი გასულ შეხვედრებში 68 ინგლისელებმა მოიგეს, 14 – უელსელებმა, 21-იც ფრედ დამთავრდა.

მეზობლებს დიდი ხანია დიდ საერთაშორისო ტურნირებზე არაფერი მოუგიათ. ინგლისელების ბოლო წარმატება 1966 წლით თარიღდება, როცა მშობლიურ კედლებში მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვეს. უელსელები კი ასეთი დონის ტურნირის ფინალურ ეტაპზე 1958 წლის შემდეგ პირველად მოხვდნენ. მაშინ მათ შვედეთის მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხედფინალში გააღწიეს, თუმცა მომავალ გამარჯვებულ ბრაზილიასთან დამარცხდნენ – 0:1. ერთადერთი გოლი 17 წლის პელემ გაიტანა. თითქოს სიმბოლურიაო და “დრაკონები” დიდ ფორუმზე ზუსტად 58 წლის შემდეგ მოხვდნენ.

პირველ ტურში რუსების წინააღმდეგ ინგლისელებმა არცთუ კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. მართალია, დაიერის შესანიშნავი გოლის წყალობით იგებდნენ, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს და მეორე დამატებულ წუთზე ვასილი ბერეზუცკისგან საპასუხო მიიღეს. ამისდაკვალად, მათმა დამრიგებელმა, როი ჰოჯსონმა შემადგენლობაში ცვლილებები დაგეგმა. რაჰიმ სტერლინგი და ადამ ლალანა რუსებთან მთლად ყოჩაღად ვერ გამოიყურებოდნენ, ამიტომ სატარსტოში დაიწყებს ჯეიმს მილნერი, ხოლო შეტევაში ჰარი კეინს ჯეიმი ვარდი შეუწყვილდება. ასე რომ, ევროზე პირველად ვნახავთ გასული სეზონის აღმოჩენას, “ლესტერის” უკვე ლეგენდას ვარდის. პირველ მატჩში ჰოჯსონმა ის სათადარიგოთა სკამზე დატოვა. ვინც ის მატჩი ნახა, შეამჩნევდა, რომ მეორე ტაიმში კეინი აშკარად დაიღალა. თუმცა ჰოჯსონმა ის კვლავ სასტარტოში დააყენა.

მეორე ტურს უელსელები უკეთესი განწყობით ხვდებიან. პირველ სათამაშო დღეს მათ ერთობ მნიშვნელოვანი შეხვედრა მოუგეს კერკეტ სლოვაკებს (2:1). თავისი საფირმო საჯარიმო დარტყმით ანგარიში მათმა სუპერვარსკვლავმა, გარეტ ბეილმა გახსნა. შემდეგ სლოვაკებმა გაათანაბრეს, თუმცა შეცვლაზე შესულმა რობსონ-კანუმ გამარჯვებისა გაიტანა და ინგლისელების წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში მოხვედრის უფლება დაიმსახურა. უელსელთა ბანაკში კიდევ ერთი სიახლე ის არის, რომ კარში ადგილს უეინ ჰენესი დაიკავებს. პირველი მატჩის დროს მას წელი აწუხებდა და შემადგენლობაშიც ამად ვერ მოხვდა.

როი ჰოჯსონი: “დერბის ატმოსფერო შესანიშნავია. ბევრნი ინგლისში, ბრიტანეთში და საერთოდ მთელს მსოფლიოში ინტერესით ელიან ამ მატჩს. ჩვენ ძმების წინააღმდეგ ვთამაშობთ და ეს გასაკუთრებულ დატვირთვას აძლევს შეხვედრას. ვფიქრობ, უელსელები ისევე ითამაშებენ, როგორც კარგა ხანია კოულმენის ხელმძღვანელობით ირჯებიან. რაღაც ახალს მათგან არ ველით. ისინიც კარგად გვიცნობენ და სიურპრიზებს ნაკლებად ელიან. მათ ისეთი წნეხი არ აქვთ, როგორც ჩვენ. პირველი მატჩი მოიგეს და ჩვენთან გამარჯვება პლეი ოფისკენ უხსნით გზას.”

კრის კოულმენი: “ახლა ჩემს გუნდზე უფრო ვნერვიულობ, ვიდრე ინგლისელებზე. სწორად გამიგეთ, ინგლისელების უპატივცემულობა აზრადაც არ გამივლია. უბრალოდ, გასაღები ჩვენს განწყობასა და კონცენტრაციაშია. ვშიშობ ხომ მარ გადავიწვით. ვეცდებით, წარმატებით ვითამაშოთ, თუ არა და, ერთი შანსი კიდევ გვრჩება.”


ინგლისი – უელსი16 ივნისი. ლანსი. “ფელიქს ბოლარ-დელელისი.” 17.00

სავარაუდო შემადგენლობები

ინგლისი:ჰარტი, უოკერი, კეჰილი, სმოლინგი, როუზი, დაიერი, ალი, მილნერი, რუნი, ვარდი, კეინიმწვრთნელი: როი ჰოჯსონი

უელსი: ჰენესი, ჩესტერი, ეშლი უილიამსი, დევისი, განტერი, რემზი, ალენი, ლედლი, ტეილორი, ბეილი, რობსონ-კანუ

მწვრთნელი: კრის კოულმენი

მსაჯი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.044697