ტურინის “იუვენტუსისა” და ესპანეთის ეროვნული ნაკრების შემტევმა ალვარო მორატამ ევროპის მიმდინარე ჩემპიონატის 1/8-ფინალში იტალიის ნაკრებთან მომავალ შეხვედრაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მის ნაკრებს არ გაუმართლა, რადგან იტალია შეხვდა.
“ძალიან არ გაგვიმართლა, იტალია ძლიერი ნაკრებია, ისინი ტაქტიკურად კარგად არიან განსწავლულები. თუ შემდეგ ეტაპზე გასვლა გვინდა, საოცრად უნდა ვითამაშოთ”- მორატას სიტყვებს Sky Sport-ი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ იტალიამ 6 ქულით ჯგუფში პირველი ადგილი ორი ტურის შემდეგ დაიბევა, ხოლო ესპანეთმა თავის ჯგუფში ასპარეზობა 6 ქულით მეორე ადგილზე დაასრულა. ესპანეთი იტალიის მერვედფინალური დაპირისპირება 27 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია