გერმანიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ტონი კროოსი ევროპის ჩემპიონატების რეკორდსმენი გახდა ერთ ტურნირზე შესრულებული ზუსტი გადაცემების რაოდენობით.
26 წლის გერმანელმა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე ჩატარებულ ექვს მატჩში თანაგუნდელთა მისამართით 582 პასი გააკეთა, რითაც ჩავის მიერ ევრო 2012-ზე დამყარებული რეკორდი მოხსნა. ესპანელმა ნახევარმცველმა ოთხი წლის წინ გამართულ ტურნირზე 546 ზუსტი პასი მიითვალა, ესპანეთის ნაკრები კი ევროპის ჩემპიონი გახდა.
კროოსი და მისი გუნდი მიმდინარე ევროპის ჩემპიონატს ნახევარფინალში საფრანგეთთან 0:2 მარცხის შემდეგ გამოეთიშა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია