|
ევრო 2016-ის ფინალი სხვა ჭრილში...
2016-07-12 10:46 | ნახვები: 21184
1
ევროპის 2016 წლის ჩემპიონატი დასრულდა. მისი ფინალური მატჩი კი ისტორიაში რამდენიმე საინტერესო მოვლენით ჩაეწერა. სწორედ ამ მოვლენებისა და ფაქტების შესახებ ვისაუბრებთ ახლა: 10/11 - კრიშტიანუ რონალდუ და პეპე გახდნენ მხოლოდ მეათე და მეთერმეტე ფეხბურთელები, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ ევროპის ჩემპიონატის მოგებაც მოახერხეს. 10 - პორტუგალია მეათე ნაკრებია, რომელმაც ევროპის ჩემპიონატი მოიგო – ისტორია. 2 - პორტუგალიის ნაკრებმა ევრო 2016-ზე დამატებით დროში ორჯერ მოიგო თამაში და ორჯერვე გოლები ცვლილებაზე შესულმა ფეხბურთელებმა გაიტანეს – სათადარიგო სკამი. 7 - 1980 წლის შემდეგ რუი პატრისიომ ევროპის ჩემპიონატის ფინალში ყველაზე მეტი სეივი შეასრულა – 7. ზუსტად იგივე მაჩვენებელი ჰქონდა პეტერ შმეიხელს 1992 წლის გადამწყვეტ მატჩში გერმანიასთან. 6 - ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში ფინალურ მატჩში მეექვსედ დაინიშნა დამატებითი დრო. თუმცა, პირველად მოხდა, რომ ძირითად დროში გოლი არ გასულა. 3 - პორტუგალია გახდა პირველი ნაკრები, რომელმაც ერთ ჩემპიონატზე დამატებითი დრო სამჯერ ითამაშა. 59 - პორტუგალია-საფრანგეთის ფინალში ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში (ფინალის მიხედვით) ყველაზე გვიანი გოლი გავიდა. აქამდე ყველაზე ცუდი მაჩვენებელი 1996 წელს ჩეხეთი გერმანიის მატჩში დაფიქსირდა. მაშინ ანგარიში 59-ე წუთზე გაიხსნა. 3668 – კრიშტიანუ რონალდუ მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის მერვედფინალური (ჰოლანდიასთან) მატჩის შემდეგ პირველად შეცვალეს მუნდიალის ან ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა მოედანზე ზედიზედ 3668 წუთი გაატარა. 8 – რონალდუ საფრანგეთთან მატჩში ბურთს მხოლოდ რვაჯერ შეეხო. 2 – კრიშტიანუ რონალდუ გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ორი ევროპის ჩემპიონატის ფინალი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო (2004, 2016). 18 – რენატუ სანჩესი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა ევროპის ჩემპიონატის ფინალში ვინც ითამაშა – 18 წელი და 326 დღეს. შესაბამისად, იგი ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონიცაა. 23 - პოლ პოგბა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელმაც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე მინიმუმ 10 თამაში ჩაატარა. პოგბას ანგარიშზე 23 წლის ასაკში 11 მატჩია. ტეგები:
ევრო 2016 |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
Warning: preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead in /home/admin/domains/worldcup.worldsport.ge/public_html/fblogin2.php on line 222
Deprecated: str_replace(): Passing null to parameter #3 ($subject) of type array|string is deprecated in /home/admin/domains/worldcup.worldsport.ge/public_html/fblogin2.php on line 196