Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ფან–ზონები ევროპის ჩემპიონატზე (სპეციალური რეპორტაჟი)
2016-06-23 11:16 | ნახვები: 5922
123456
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობა საფრანგეთში მხოლოდ სტადიონებზე როდი იგრძნობა. თითქმის ყველა ქალაქის ცენტრში დიდი ფან–ზონებაა შექმნილი, სადაც უზარმაზარ ეკრანებზე მატჩების ცქერა ნებისმიერ მსურველს შეუძლია და სწორედ ფან–ზონებია სხვადასხვა ჯურის ქომაგთა შეკრების ძირითადი ადგილი.

ყველაზე დიდი და გამორჩეული რასაკვირველია პარიზში შექმნილი ფან–ზონაა, რომელიც ზედ ეიფელის კოშკის ძირში მდებარე სკვერშია მოწყობილი და მის პერიმეტრს რამდენიმე ზოლად ჟანდარმები, პოლიციელები და ჩემპიონატის ორგანიზატორი მოხალისე ადამიანები იცავენ. ტერორისტებისათვის ხომ ყველაზე კარგი “საკბილო“ სწორედ ისეთი ადგილებია, სადაც ბევრი ხალხი იკრიბება და ფან–ზონაზე ბევრი ხალხის ერთად შეკრება რთულად თუ მოხერხდება.

ფან–ზონებში იყიდება რამდენიმე დასახელების ლუდი, რომელიც ჩვენს ფასებთან შედარებით საკმაოდ ძვირი – 5–7 ევრო ღირს, თუმცა იქ ნახევარლიტრიან ლუდში 5 ევროს გადახდა ჩვეულებრივი ამბავია. მით უმეტეს, რომ იქვე, ფან–ზონებთან ახლოს მდებარე ბარებსა და ლუდხანებში ლუდის ფასი მეტი თუ არა, ნაკლები ნამდვილად არაა.

ფან–ზონებში ასევე მოწყობილია სპეციალური საპირფარეშოები და უნდა ითქვას, რომ მათი ჰიგიენური მდგომარეობა რბილად რომ ვთქვათ უკეთესის სურვილს ტოვებს. თუმცა, ფანი ყველა ქვეყანაში ფანია და ფეხბურთის ქომაგები ნამდვილად არ არიან ის წუნია ხალხი, რომლებიც საპირფარეშოს ნაკლოვანებების გამო დიდ ამბავს ატეხენ. მთავარია ლუდი იყოს და დიდი ფეხბურთი.

როდესაც საფრანგეთის ნაკრები თამაშობს, ფან–ზონაში შესვლა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ეს ალაგები ადგილობრივებით პირწმინდად ივსება და იქ პოლიციელებსაც კი ძალიან უჭირთ გადაადგილება. საფრანგეთი–ალბანეთის მატჩის მიმდინარეობის დროს, ლიონის ფან–ზონაში არათუ შესვლა, ფან–ზონის ახლოს დგომაც კი წამოუდგენელი იყო, რადგან მთელს იმ ტერიტორიაზე ათეულობით ათასი კაცი ერთმანეთის მიჯრით იდგა, ხტოდა, ყვიროდა და ოფლმომდინარედ იხარჯებოდა.

იგივე სიტუაცია იყო სხვა ქალაქებში. პარიზის ფან–ზონაში სიტუაციას ადგილობრივებთან ერთად ინგლისელი ქომაგებიც “აკონტროლებდნენ“, რომლებსაც თურქი გულშემატკივების მიმართ ძველი წყენები (ალბათ გახსოვთ წლების წინ თურქეთში მოკლული ინგლისელი გულშემატკივრები) როგორც ჩანს ჯერ კიდევ არ დავიწყებიათ და სადაც კი თურქეთის ნაკრები თამაშობდა, ყოველთვის მის მოწინააღმდეგეების მხარეს იჭერდნენ. ამიტომ, ერთობ უცნაური სანახავი იყო ინგლისელი ფანები როგორ ხმაშეწყობილად მღეროდნენ და მხარს უჭერდნენ ესპანეთის ეროვნულ გუნდს, რომელიც თურქეთს 3:0 ანადგურებდა.

ინგლისელ ფანებს ძალიან არ უყვართ, როდესაც რუსეთთან მათ დაპირისპირებაზე ეკითხები. ამ დროს ისინი თავს ერთგვარად დამცირებულად გრძნობენ. ინგლისელები ფიქრობენ, რომ რუსებთან ჩხუბის დროს ძალები არათანაბარი და არაპროპორციული იყო. ეს არცაა გასაკვირი, რადგან აღარავისთვისაა დაფარული, რომ რუსეთის მთავრობამ და პირადად ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთში ქომაგებად გადაცმული სპეცრაზმელები მიავლინა. ამას ისიც მოწმობს, რომ ერთ–ერთმა ფრანგმა ჟურნალისტმა ბარში მჯდომ, რუსეთის ნაკრების მაისურებში გამოწყობილ რამდენიმე რუს “ფანს“ მათი გუნდის სამი ფეხბურთელიც კი ვერ ჩამოათვლევინა. იმ ხალხს ფეხბურთი უბრალოდ არ აინტერესებდათ. მათი მიზანი სიტუაციის გაფუჭება და არეულობის შექმნა იყო.

სამწუხაროდ, “ცოცხლად“ ვერ ვნახეთ რა რეაქციები მოჰყვა სხვადასხვა ქვეყნების ქომაგებში რუსეთის ნაკრების გამოვარდნას, მაგრამ ჩვენმა უკრიანელმა მეგობრებმა დეტალებში გვიამბეს ნანახი. როგორც აღმოჩნდა, პარიზშიც, მარსელშიც, ლიონშიც და საფრანგეთის სხვა ქალაქებშიც, რუსეთის გულშემატკივრების გარდა ყველა ქომაგი ზეიმობდა ამ გუნდის ჩემპიონატიდან გამოვარდნას. მარსელის ფან–ზონაში თურმე რუსეთის დროშებიც კი დაწვეს და ამის გამო ორი ქომაგი პოლიციამ დააკავა.

რუსეთის ჩემპიონატიდან გამოთიშვა უზეიმიათ პარიზში, სადაც საფეხბურთო კუთხით ერთმანეთის მოქიშპე ინგლისელი, თურქი თუ ფრანგი ქომაგი ერთად და ხმაშეწყობილად მღეროდა და ხარობდა. ხშირად ამბობენ – სპორტი პოლიტიკისგან გამიჯნულიაო, მაგრამ როგორ გინდა დაიჯერო ეს სიტყვები, როდესაც დედამიწაზე არსებობს ქვეყანა, საიდანაც ევროპის ჩემპიონატზე (ვინ იცის რამდენი რუსი ჭეშმარიტი ქომაგი ოცნებობდა საფრანგეთში მოხვედრაზე) აგზავნიან სპეცრაზმელებს, რომლებსაც გულშემატკივრების ცემა აქვთ დავალებული.

მაგრამ, ადრეც ვწერდით და კვლავ არ დავიზარებთ იმის თქმას, რომ ჩრდილოეთ ირლანდიელი ქომაგები ამ ჩემპიონატის ჭეშმარიტი აღმოჩენები და “თილისმები“ არიან. ესაა გულშემატკივრობის დიდებული მასტერკლასი და ნიმუში იმისა, რომ შეიძლება პატარა ქვეყნის შვილი იყო, არც ისე ძლიერი და მხრებგაშლილი გუნდი გყავდეს, მაგრამ იყო ღირსეული, პატრიოტი და არასოდეს დაუძახო დათვს “ბაბაია“.

ლევან სეფისკვერაძე სპეციალურად worldsport.ge-სთვის


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.040888