Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ისლანდიურმა ვულკანმა მერვედფინალში ამოხეთქა
2016-06-28 01:28 | ნახვები: 12010
123456789
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

“ეს ინგლისის ნაკრების ისტორიაში ყველაზე მძიმე მარცხია. ჩვენმა ნაკრებმა წააგო ქვეყანასთან, სადაც ვულკანი უფრო მეტია, ვიდრე – პროფესიონალი ფეხბურთელი. ისლანდიამ დიდებულად ითამაშა”, - ეს სიტყვები წარსულში ცნობილმა ინგლისელმა ფორვარდმა გარი ლინეკერმა ნიცაში გამართული მერვედფინალის შემდეგ დაწერა, რომელშიც სენსაციურმა კუნძულელებმა 2:1 იმარჯვეს.

ლინეკერის წუხილი სრულიად გასაგები გახლდათ, თუმცა, ვერავინ იტყვის, რომ ისლანდიამ დაუმსახურებლად იმარჯვა. ლარს ლაგერბეკის გუნდმა საოცრად ორგანიზებულად და აუღელვებლად ითამაშა და ერთი შეხედვით შეუძლებელი შესძლო. ქვეყანამ, სადაც ფეხბურთი მართლაც სამოყვარულო დონეზეა განვითარებული პრემიერლიგის მოთამაშეებით დაკომპლექტებულ ნაკრებს არაფერი დაუთმო და ამას, ახსნა მართლაც ძნელია მოუძებნო.

არადა, ანგარიში სწორედ იმ გუნდმა გახსნა, რომლისგანაც ამას ელოდნენ და თანაც, ყოველივე ძალიან სწრაფად მოხდა. მე-4 წუთი მიდიოდა, როდესაც დანიელ სტარიჯის ჩინებული პასი შემდეგ, საჯარიმოში რაჰიმ სტერლინგი შეიჭრა, ისლანდიელთა გოლკიპერმა ჰანეს ტორ ჰალდორსონმა კი აკურატულად ვერ ითამაშა და სლოვენიელმა არბიტრმა დამირ სკომინამ პენალტის ნიშნულისკენ მიუთითა. 11-მეტრიანის შესრულება უეინ რუნიმ ითავა და მართალია, მეკარემ კუთხე გამოუცნო, დარტყმა აუღებელი იყო.

ისლანდიელთა ბედად, მათ ანგარიში მალევე გაათანაბრეს. ორიოდ წუთში ინგლისის ნახევარზე აუტი დაინიშნა და კუნძულელთა სპეციფიური თამაშის სტილიდან გამომდინარე, ეს უკვე მომენტი იყო! არონ გუნარსონმა ტრადიციულად პირდაპირ მეტოქის საჯარიმოში ჩაჰკიდა, კარი არნასონმა ბურთი კართან უფრო ახლოს გადაგზავნა, იქ კი ყველას რაგნარ სიგურდსონმა დაასწრო და ვარდნაში ლამაზი გოლი შეაგდო – 1:1.

მომდევნო წუთებში ტერიტორიული უპირატესობა ბრიტანელების იყო, ჰარი კეინს და დელე ალის სახიფათო მომენტებიც ჰქონდათ, ბურთი კი ისევ ჯო ჰარტის კარში აღმოჩნდა. გილფი სიგურდსონის და იონ დალი დადი ბოედვარსონის კომბინაციის შემდეგ, ბურთი კოლბეინ სიგტორსონთან აღმოჩნდა, რომელმაც ოდნავ მარჯვნივ შეიწია და დაბალ კუთხეში დაარტყა. ჰარტს ალბათ უკეთ გარჯა მართებდა, ხელი ბურთს კი წაატანა, თუმცა, ის მაინც კარში შეგორდა.

მე-2 ტაიმში სიტუაციიდან გამომდინარე, თითქოს ინგლისელებს გაცილებით სახიფათოდ უნდა შეეტიათ, თუმცა, წინა ხაზში ძალიან უგერგილოდ ირჯებოდნენ. აი, ლაგერბეკის შეგირდები კი სასიამოვნოდ გვაოცებდნენ. 55-ე წუთი მიდიოდა, როდესაც კუთხურის შემდეგ ბურთი საჯარიმოში მყოფ პირველი გოლის ავტორ სიგურდსონს მიუვიდა, თუმცა, მის მაკრატელას ჰარტი გაუმკლავდა. თხუთმეტიოდ წუთში მარჯვენა ფლანგზე ბირკირ საევარსონი დენი როუზს გასცდა და მეკარისგან მარცხენა მაღალ კუთხეს დაუმიზნა, მაგრამ ხარიხას მცირედით გადააცილა.

ჰოჯსონის ბიჭებს ერთადერთი რეალური საგოლე შანსი 79-ე წუთზე მიეცათ, როდესაც საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დატოვებული ჰარი კეინი თავურს ასრულებდა, თუმცა, ბურთი პირდაპირ ჰალდორსონს ჩააბარა ხელებში. აი, ისლანდიელებმა კი მას შემდეგ კი კიდევ ერთხელ გაიბრწყინეს. არონ გუნარსონი ჰარტთან თითქმის პირისპირ დარჩა და ცხრიანშიც დაუმიზნა, მაგრამ ინგლისელთა მეკარემ ბურთი კუთხურზე უკუაგდო.

ბრიტანელთა სამწუხაროდ, მათ დასკვნითი შტურმიც არ გამოუვიდათ. ბოლო შეტევაში წინ ჰარტიც წავიდა და თითქოს ჩაწოდებაც სახიფათო იყო, მაგრამ სენსაციას წინ ვეღარაფერი დაუდგა. ისლანდიის საფეხბურთო ნაკრებმა ინგლისს ისტორიაში პირველად მოუგო და ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში გააღწია, რაც ამ პატარა ქვეყნის წარმომადგენელთათვის მართლაც ეპოქალური მოვლენაა.

ისლანდია 3 ივლისს მასპინძელ საფრანგეთს ეთამაშება და თქვენ წარმოიდგინეთ, ევროპირველობის ნახევარფინალში გასასვლელად იბრძოლებს, მანამდე კი, სხვა მეოთხედფინალებს ვიხილავთ. 20 ივნისს პოლონეთი პორტუგალიაა, 1 ივლისს – უელსი-ბელგია, ხოლო 2-ში – გერმანია-იტალია.

2016 წლის ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალი. “ალიანს რივიერა” (ნიცა). 33 901 მაყურებელი

ინგლისი – ისლანდია 1:2 (1:2)

ინგლისი (4-3-3): ჰარტი, როუზი, კეჰილი, სმოლინგი, უოკერი, ალი, რუნი (რაშფორდი, 87), დაიერი (უილშირი, 46), სტარიჯი, კეინი, სტერლინგი (ვარდი, 60).

მწვრთნელი: როი ჰოჯსონი.

ისლანდია (4-4-2): ჰალდორსონი, საევარსონი, სკულასონი, რ.სიგურდსონი, არნასონი, გუდმუნდსონი, გუნარსონი, ბ.ბიარნასონი, გ.სიგურდსონი, ბოედვარსონი (ტრაუსტასონი, 88), სიგტორსონი (ე.ბიარნასონი, 77).

მწვრთნელი: ლარს ლაგერბეკი.

გოლები: 1:0 რუნი (4 პენ.), 1:1 სიგურდსონი (6), 1:2 სიგტორსონი (19).

გაფრთხილება: სიგურდსონი (38), სტარიჯი (48), გუნარსონი (66).

მსაჯი: დამირ სკომინა (სლოვენია).

კარისკენ დარტყმა: 17 (6) - 8 (5); ბურთის ფლობა (%): 63 - 37; კუთხური: 7 - 2; თამაშგარე: 2 - 1; ჯარიმა: 6 - 15;

კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
14:23 | 28.06.2016
korben dallas (4051)

Warning: preg_replace(): The /e modifier is no longer supported, use preg_replace_callback instead in /home/admin/domains/worldcup.worldsport.ge/public_html/fblogin2.php on line 222

Deprecated: str_replace(): Passing null to parameter #3 ($subject) of type array|string is deprecated in /home/admin/domains/worldcup.worldsport.ge/public_html/fblogin2.php on line 196

14:16 | 28.06.2016
ს.კ. დინამო(ბთ) (265)

14:15 | 28.06.2016

08:58 | 28.06.2016
BEERTRANCE (87587)

ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.049998