უელსის ეროვნული ნაკრების ლიდერმა გარეთ ბეილმა ევრო 2016-ის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ გუნდში კარგი განწყობაა.
“ევროპის ჩმეპიონატისთვის 100 პროცენტით მზად ვარ. უელსის ამ ნაკრებს “ოქროს თაობას” ეძახიან. საფრანგეთში მაქსიმუმს გავაკეთებთ. ნაკრებში ძალიან კარგი განწყობაა. ჩვენ ერთნი ვართ, ერთმანეთს როგორც ძმები, ისე ვუყურებთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენს გულშემატკივრებს სიამოვნება მივანიჭოთ”- განაცხადა ბეილმა.
ევრო 2016-ზე უელსის ნაკრები ბ ჯგუფში ინგლისის, რუსეთის და სლოვაკეთის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია