საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა ტიერი ანრიმ ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის გახსნით მატჩში მისი თანამემამულის დიმიტრი პაიეს გარჯა გამოჰყო და აღნიშნა, რომ ფრანგი შემტევის დარტყმის დროს რუმინეთის ნაკრების კარში სამი მეკარეც რომ მდგარიყო, ბურთის მოგერიებას ვერ შეძლებდა.
“პაიე ყველა ეპიზოდში ბოლომდე იბრძოდა და შასანიშნავად ითამაშა. მისი გოლი შთამბეჭდავი იყო. იმ დარტყმის დროს რუმინეთის ნაკრების კარში სამი მეკარეც რომ მდგარიყო, ბურთის მოგერიებას ვერ შეძლებდა. რუმინელებმა კარგად ითამაშეს, თუმცა პაიეს შეჩერება ვერ მოახერხეს და მეტწილად ამის გამო დამარცხდნენ” - აღნიშნა ანრიმ, რომლის თანამემამულეებმა ევრო 2016-ის სასტარტო მატჩში რუმინეთის ნაკრები 2:1 დაამარცხეს. გადამწყვეტი გოლი შეხვედრის მიწურულს სწორედ პაიემ გაიტანა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია