იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ბელგიასთან გამარჯვებას ძალზე დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს და თავის ფეხბურთელებს მიწაზე დგომისკენ მოუწოდებს.
“ჩვენ ფეხბურთის ისტორიაში ჯერ არაფერი შეგვიტანია. ახლა მთავარია ეიფორიაში არ ჩავვარდეთ, ფეხებით მიწაზე დავრჩეთ და მომავალ თამაშზე ვიფიქროთ. ახლო წარსულიდან კარგი მაგალითი გვაქვს, როდესაც ინგლისს მოვუგეთ, მაგრამ მერე რაც მოხდა, ყველამ კარგად იცის.
ჩვენ ამ მოგების შემდეგ ფავორიტები ისევ არ ვართ და შემდეგი მატჩებისთვის მშვიდად უნდა მოვემზადოთ”, - განაცხადა კონტემ.
იტალიას პირველი ტურის მერე სამი ქულა აქვს და E ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს. “სკუადრა აძურა” მეორე ტურის მატჩს 17 ივნისს, შვედეთის წინააღმდეგ ჩაატარებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია