Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ევრო 2016-ის მონაწილეთა წარდგენა: რუმინეთი
2016-06-03 12:43 | ნახვები: 5192
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

რუმინეთის ეროვნულმა ნაკრებმა ბევრისთვის მოულოდნელად შესარჩევი ეტაპი ერთი ამოსუნთქვით განვლო და საფრანგეთში თამაშის უფლება დამსახურებულად მოიპოვა. ვლახებმა საკვალიფიკაციო ტურნირზე 10 თამაში ისე ჩაატარეს, ერთხელაც არ დამარცხებულან. 20 ქულით თავიანთ ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდნენ და მხოლოდ ჩრდილოეთ ირლანდიას ჩამორჩნენ.

იქედან გამომდინარე, რომ რუმინეთის ნაკრებში გეორგე ჰაჯის დონის ფეხბურთელები არ თამაშობენ, მათგან დიდ შედეგებს ევროპის ჩემპიონატზე არ ელოდებიან, მაგრამ ანგელ იორდანესკუს ნაკრებს ჯგუფური ეტაპის დაძლევა მაინც შეუძლია. საერთოდაც, რუმინელებს შესარჩევში გასვლით მატჩებში გოლი არ გაუშვიათ, რაც ამ გუნდის მაღალ დონეზე და განსაკუთრებით დაცვის ხაზის სიძლიერის შესახებ მეტყველებს.

მთავარი მწვრთნელი: ანგელ იორდანესკუ

ანგელ იორდანესკუ ფეხბურთელობისას ამპლუით თავდამსმხელი იყო, საკუთარი ქვეყნის მთავარი გუნდის ღირსება 1971-1981 57-ჯერ დაუცავს და 21 გოლიც გაუტანია. რაც შეეხება სამწვრთნელო კარიერას, იორდანესკუმ იგი 1986 წელს მშობლიურ “სტიაუაში” დაიწყო. რუმინეთის ნაკრები კი 2014 წელს ჩაიბარა და პირველივე ცდაზე ნაკრები დიდ ფორუმზე დააბრუნა. აღსანიშნავია, რომ ანგელი ნაკრებს სათავეში 1993-1998 წლებშიც ედგა და მსოფლიოს ჩემპიონატზე ორჯერ გაიყვანა, ხოლო ევროპაზე ერთხელ. 1994 წელს, რუმინელებმა მუნდიალის მეოთხედფინალს სწორედ იორდანესკუს ხელმძღვანელობით უწიეს და ეს შედეგი რუმინული ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა.

შემადგენლობა:

მეკარეები:12. ჩიპრიან ტატარუშანუ (“ფიორენტინა”, იტალია), 1. კოსტელ პანტილიმონი (“უოტფორდი”, ინგლისი), 23. სილვუ ლუნგი (“ასტრა”)

მცველები:22. კრისტიან საპუნარუ (“პანდური”), 2. ალექსანდრ მეცელი (“დინამო”, ხორვატია), 6. ვლად კირიკეში (“ნაპოლი”, იტალია), 15. ვალერიკ გემანი (“ასტრა”), 4. კოზმინ მოცი (“ლუდოგორეცი”, ბულგარეთი), 21. დრაგოში გრიგორიე (“ალ საილია”, ყატარი), 2. რაზვან რაცი (“რაიო ვალეკანო”, ესპანეთი), 16. სტელიან ფილიპი (“დინამო”)

ნახევარმცველები:10. ნიკოლაე სტანჩუ (“სტიაუა”), 7. ალექსანდრ კიპჩუ (“სტიაუა”), 20. ადრიან პოპა (“სტიაუა”), 8. მიხაი პინცილი (“სტიაუა”), 5. ოვიდიუ ჰობანი (“ჰაპოელი”, ისრაელი), 18. ანდრეი პრეპელიცე (“ლუდოგორეცი”, ბულგარეთი), 11. გაბრიელ ტორჟე (“ოლიმპიაკოსი”, საბერძნეთი), 17. ლუჩან სენმერტიანი (“ალ იტიჰადი”, საუდის არაბეთი)

თავადმასხმელები:13. კლაუდიო კეშერუ (“ლუდოგორეცი”, ბულგარეთი), 19. ბოგდან სტანჩუ (“გენჩლერი”, თურქეთი), 14. ფლორიან ანდონი (“კორდობა”, ესპანეთი), 9. დენის ალიბეკი (“ასტრა”)

სავარაუდო შემადგენლობა: (4-4-2):ტატარუშანუ; საპუნარუ, ჩირიკეში, გრიგორი, რაცი; ტორჟე, ჰობანი, პინცილი, ნ. სტანჩუ; ანდონი, კეშერუ

მთავარი ვარსკვლავი: ჩიპრიან ტატარუშანუ– ტატარუშანუ 30 წლისაა და ამჟამად ფლორენციის “ფიორენტინას” ძირითადი მეკარეა. საერთოდაც, ტანმაღლი კიპერი აქამდე განსაკუთრებული კარიერით არ გამოირჩეოდა, მაგრამ მიმდინარე სეზონს სტაბილურად და დამაჯერებლად ატარებს. მანამდე ტატარუშანუმ სახელი ბუქარესტის “სტიაუაში” თამაშით გაითქვა.

ევროპის ჩემპიონატის ისტორია

ბოლოს რუმინეთის ნაკრებმა ევროპის და საერთოდ, დიდ ფორუმზე 2008 წელს ითამაშა, როდესაც სიკვდილის ჯგუფში ჩარჩა. ვლახებმა ავსტრია-შვეიცარიაში სამ თამაშში 2 ქულა დააგროვეს (ფრეები ფრანგებთან და იტალიელებთან), ჰოლანდიასა და იტალიას ჩამორჩენენ და ტურნირს გამოეთიშნენ. რაც შეეხება აქამდე საუკეთესო მიღწევას, 2000 წელს რუმინეთის ნაკრებმა ჯგუფიდან გასვლა შეძლო და მეოთხედფინალი იმ გათამაშების ერთ-ერთ საუკეთეს გუნდ იტალიასთან წააგო – 0:2.

კალენდარი ევრო 2016-ზე

საფრანგეთი – რუმინეთი

10 ივნისი, 23:00 საათი. სენ დენი, “სტად დე ფრანსი”

რუმინეთი ტურნირის გახსნით შეხვედრაში საფრანგეთს ხვდება, რომელთანაც უარყოფითი ბალანსი გააჩნია – 3 მოგება, 5 ფრე, 7 წაგება. ამ ორი გუნდისთვის არც ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპია უცხო; 1996 წელს ფრანგებმა 1:0 იმარჯვეს, ხოლო 2008 წელს გამართულ მატჩში გოლები არ გასულა. რაც შეეხება ბოლო ოფიციალურ მატჩს, იგი 2011 წლის 6 სექტემბერს, ბუქარესტში გაიმართა და გოლი არც ამ დაპირისპირებაში გასულა.

რუმინეთი – შვეიცარია

15 ივნისი, 20:00 საათი. პარიზი, “პარკ დე პრენსი”

ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრა ანგელ ირდანესკუს შეგირდებს 15 ივნისს პარიზში შვეიცარიასთან ელოდებათ. აღნიშნულ გუნდთა ბალანსი აქამდე თანაბარია: 5-5 მოგება/წაგება და 2 ფრე. თუმცა ბოლოს ერთმანეთში შორეულ 1994 წელს, მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშეს. დეტროიტში გამართული მატჩი შვეიცარიელებმა დიდი ანგარიშით, 4:1 მოიგეს.

რუმინეთი – ალბანეთი

19 ივნისი, 23:00 საათი. ლიონი, “სტად დე ლიონე”

ჯგუფურ ტურნირს რუმინელები ალბანეთის ნაკრებთან შეხვედრით დაასრულებენ. 19 ივნისს, ლიონში ვლახებს ისეთი მეტოქე ჰყავთ, რომელთანაც კარგი მოგონებები აკავშირებთ, რადგან 15 თამაშიდან 10 მოგებული აქვთ და მხოლოდ ორჯერ წაუგიათ. რაც შეეხება ბოლო ორ ოფიციალურ დაპირისპირებას: ევრო 2012-ის შესარჩევში იყო და ორივე თამაში მეგობრულად (1:1) დასრულდა.

თამაში წარსულიდან

მუნდიალი 1994 – მერვედფინალი, 3 ივლისი. პასადენა, “როუზ ბოული”

რუმინეთი – არგენტინა 3:2

გოლები:1:0 დიმიტრესკუ (11), 1:1 ბატისტუტა (16, პენ), 2:1 დიმიტრესკუ (18), 3:1 ჰაჯი (58), 3:2 ბალბო (75)


საუკეთესო შედეგი:მეოთხედფინალი - 2000

ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი:გეორგე ჰაჯი და ადრიან მუტუ (35-35 გოლი)

ყველაზე მეტი მატჩი:დორინელ მუნტეანუ (134 თამაში) -ამჟამად საუკეთესო მაჩვენებელი:რაზვან რაცი (108 თამაში)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.15716