Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ეჰ, გრანიტ, გრანიტ
2016-06-25 20:22 | ნახვები: 6471
12345678910111213141516171819
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106


მაშ ასე, ევრო 2016-ის ყველაზე საინტერესო ეტაპი დაიწყო – პლეი ოფი. ახლა თამაში უკვე გავარდნაზეა და უკან დასახევი გზა აღარავის აქვს. პირველი მერვედფინალი სენტ-ენიენში გაიმართა. შვეიცარიამ და პოლონეთმა საკუთარ ჯგუფებში მეორე ადგილები დაიკავეს და ასე გააღწიეს პლეი ოფში. თან პოლონელებს ჯგუფურ ეტაპზე გოლი არ გაეშვათ.

პოლონელებს დისკვალიფიცირებული კაპუსტკა და ტრავმირებული მთავარი მეკარე შჩესნი აკლდათ. შვეიცარიელები საბრძოლო შემადგენლობით გავიდნენ მინდორზე.

პირველ წუთებში შვეიცარიელები ცოტა დაბნეულები ჩანდნენ. უკვე პირველივე წუთზე ნავალკას შეგირდებს დაწინაურება შეეძლოთ. ჯურუმ უკან საშინელი პასი მისცა საკუთარ მეკარეს, სომერმა წამით დაასწრო ლევანდოვსკის, იქვე მყოფმა მილიკმა კი საჯარიმოს ხაზიდან ააცილა. მერე თამაში გათანაბრდა, თუმცა სახიფათო მომენტები ბევრი არ ყოფილა. ბრძოლა მეტი იყო ვიდფრე სილამაზე.

შვეიცარიელემა სახიფათოდ პირველად მე-11 წუთზე შეუტიეს. შაქირის ჩაწოდებულს ჯემაილიმ დაამატა, თუმცა ბურთი კარის ბადეს გარედან მოხვდა. პეტკოვიჩის ბიჭები ნელ-ნელა გააქტიურდნენ, მეტოქის ნახევარს გაუშინაურდნენ, მაგრამ ცოტა ხანში პოლონელების სწრაფი კონტრშეტევა გაეპარათ და ამისათვის დაისაჯნენ კიდეც. მორიგი კუთხურის შემდეგ ფაბიანსკიმ სწრაფად შეიყვანა ბურთი თამაშში, გროშიცკიმ მარცხენა ფრთაზე გაინავარდა, საჯარიმოში ეულად მყოფი ბლაშჩიკოვსკი შენიშნა და “ფიორენტინას” შუახაზელს გატანა არ გასჭირვებია. უკვე მერამდენნედ შეცდა შვეიცარიელთა დაცვა მეტოქის მოედანზე შესრულებული სტანდატულის შემდეგ. ამჯერად გოლი როდრიგესის ზონიდან გავიდა, რომელმაც ჩამოაწოდაკიდეც კუთხური. რატომ არავინ დააზღვია, გაუგებარია.

მოკლედ, ასე იყო, თუ ისე, პირველი ტაიმი პოლონელთა უპირატესობით წარიმართა და ლოგიკური ანგარიშით დამთავრდა. აი, მერე კი სურათი შეიცვალა. ნავალკას ბიჭებს დაღლა დაეტყოთ და ახლა უკვე შვეიცარიელებმა იძალეს. რამდენიმე სახიფთო მომენტი შექმნეს, სეფეროვიჩმა ხარიხასაც გაარტყა ბურთი. ბოლოს მაინც დამსახურებულად გაათანაბრეს, თან როგორ: შაქირიმ მაკრატელათი ფანტასტიკური სილამაზის გოლი გაიტანა. ალბათ, ჯერჯერობით ყველაზე ლამაზი მიმდინარე ევროზე.

დრო გადიოდა და პოლონელებს სულ უფრო უჭირდათ შვეიცარიელთა შეჩერება. ბედად საქმე პენალტებამდე მივიდა და იქ პოლონელებმა უნაკლოდ შეასრულეს ხუთივე დარტყმა. აი, შვეიცარიელთა ლიდერმა, გრანიტ ჯაკამ კი კარს ააცილა. მართლაც ლატარეაა თერთმეტმერიანები. ნავალკას შეგირდები მეოთხედფინალში ხოვატია-პორტუგალიის შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.

შვეიცარია – პოლონეთი 1:1,4:5 პენ. (0:1)

25 ივნისი. სენტ-ეტიენი. “ჟოფრუა-გიშარი.” 38 842

შვეიცარია: სომერი, ლიხტშტაინერი, შერი, ჯურუ, როდრიგესი, შაქირი, ჯაკა, ბეჰრამი (ფერნანდესი 77), ჯემაილი (ემბოლო 58), მეჰმედი (დერდიოკი 70), სეფეროვიჩი

მწვრთნელი: ვლადიმირ პეტკოვიჩი

პოლონეთი: ფაბიანსკი, პიშჩეკი, პაზდანი, გლიკი, ენჯეიჩიკი, ბლაშჩიკოვსკი, მონჩინსკი (იოდლოვეცი 101), კრიხოვიაკი, გროშიცკი (პეშკო 104) , ლევანდოვსკი, მილიკი

მწვრთნელი: ადამ ნავალკა

გოლები: 0:1 ბლაშჩიკოვსკი (39), 1:1 შაქირი (82)

პენალტები: ლიხტშტაინერი 1:0, ლევანდოვსკი (1:1), ჯაკა (1:1, ააცილა), მილიკი (1:2), შაქირი (2:2), გლიკი (2:3), შერი (3:3), ბლაშჩიკოვსკი (3:4), როდრიგესი (4:4), კრიხოვიაკი (4:5)

გაფრთხილება: შერი (56), ჯურუ (117); მონჩინსკი (57), პაზდანი (111)

მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი)

ბურთის ფლობა: 56%-44%, კარში დარტყმა: 9-5, ჯარიმა: 11-10, კუთხური: 8-5, თამაშგარე: 2-2null


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.045878