|
უელსის კაპიტანმა შესაძლოა მეოთხედფინალში ვერ ითამაშოს
2016-06-26 15:59 | ნახვები: 4710
1
უელსის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ეშლი უილიამსმა შესაძლოა ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალური მატჩი ტრავმის გამო გამოტოვოს. ფეხბურთელმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან დაპირისპირებაში მხრის დაზიანება მიიღო. როგორც უეფას ოფიციალურ ვებგვერდს უელსელთა თავკაცმა კრის კოულმენმა განუცხადა, იგი მზადაა ფეხბურთელი შეცვალოს, თუმცა ეშლის იმედი აქვს მხარი შეხვედრამდე მოურჩება. ფეხბურთელმა ტრავმა მოგვარე ჯონი უილიამსთან შეჯახების დროს მიიღო. უელსი მეოთხედფინალში ბელგიასა და უნგრეთს შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება. |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია