შვედეთის ნაკრების ნახევარმცველმა ალბინ ეკდალმა, რომელიც საფეხბურთო კარიერის დასაწყისში ტურინის “იუვენტუსში” თამაშობდა, ყოფილი თანაგუნდელი ჯორჯო კიელინი ღორს შეადარა. ეკდალის განცხადებით, კიელინი მოედანზე სხვა ადამიანია, მოედნის მიღმა კი – სხვა.
“როდესაც “იუვენტუსში” მივედი კიელინი გვერდით დამიდგა, მექცეოდა ფაქტობრივად, როგორც ძმას. თუმცა, მოედანზე იგი სულ სხვა ადამიანი ხდება. დაახლოებით როგორც ღორი და გამარჯვებისთვის ყველაფერს აკეთებს”, - თქვა შვედმა ფეხბურთელმა.
მოგეხსენებათ, დღეს ეკდალის შვედეთის ნაკრები კიელინის იტალიას ეთამაშება. აღნიშნული მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია