ხორვატიის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველ ივან რაკიტიჩსა და მის ოჯახს გულშემატკივრები თავს დაესხნენ. ბალკანელი ფეხბურთელი კუთვნილ შვებულებას ადრიატიკის ზღვაზე, კუნძულ უგლიანზე მდებარე ვილაში ატარებდა, როცა მის სახლს ექვსი ახალგაზრდა გულშემატკივარი დაესხა თავს და ქვები დაუშინა. როგორც ხორვატიული მედია იტყობინება, მათ ჩაამტვრიეს კარი და ჩაამსხვრიეს ფანჯრები.
რაკიტიჩმა და მისმა ოჯახმა სახლიდან გასვლა მოასწრო და კუნძული დატოვა. ხორვატ ქომაგთა ასეთი აგრესია ალბათ, მათი ქვეყნის მთავარი გუნდის მარცხმა გამოიწვია მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში პორტუგალიასთან (0:1).
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია