საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მოკლედ ისაუბრა სლოვაკეთი-რუსეთის მატჩზე, რომელიც 2:1 დასრულდა. როგორც იცით, ევროპის ჩემპიონატის ამ შეხვედრაში პირველი გოლი ვლადიმირ ვაისის ვაჟმა გაიტანა: მარეკ ჰამშიკის ბრწყინვალე პასის შენდეგ მცველები გააცურა და აკინფეევსაც შანსი არ დაუტოვა.
“მოხარული ვარ, რომ შვილმა გაიტანა. ნებისმიერ მამას გაუხარდებოდა ასეთი მოვლენა. ვლადიმირმა იმ მომენტში ყველაფერი სწორად გააკეთა. რუსეთის მცველები კი არ შეცდნენ, არამედ ჩემმა შვილმა იყოჩაღა და ოსტატობა გამოავლინა. რაც შეეხება მთლიანად ნაკრებების შეფასებას, კომენტარისგან თავს შევიკავებ” – უთხრა ვაისმა რუსული Championat.ru-ს კორესპონდენტს, რომელიც ევროპის ჩემპიონატზეა მივლენილი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია