ხვალ, ბრაზილიაში მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნება. ბრაზილიის მოსახლეობა მუნდიალის მიმართ ნეგატიურადაა განწყობილი და სამხრეთ ამერიკელ საზოგადოებას შეიძლება იტალიის და ინგლისის ეროვნული ნაკრებებიც შეუერთდნენ.
ბრიტანული გამოცემის Daily Mail-ის მიერ გავრცელებული ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, მანაუსის სტადიონის "ამაზონია არენას" მინდვრის საფარი კრიტიკულ მდგომარეობაშია. 14 ივნისს იტალიის და ინგლისის ეროვნული ნაკრებები სწორედ ამ სტადიონზე ითამაშებენ და შესანიშნავ მინდვრებზე თამაშს შეჩვეული ფეხბურთელები სავარაუდოდ პროტესტსაც გამოთქვამენ.
"ამაზონია არენას" ასეთ საფარზე თამაშმა შეიძლება ფეხბურთელებს ტრავმა მიაყენოს. ამავდროულად მანაუსში ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსზე მეტია. ინგლისის ნაკრებს ვარჯიშზე უკვე დაუშავდა დანი უელბეკი. ტურნირის ორგანიზატორებს სამი დღე დარჩათ იმისთვის, რათა მორიგი კრიტიკის ქარ-ცეცხლში არ მოხვდნენ და მოედნის საფარი გამოასწორონ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია