Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
პორტუგალია - ერი, რომელიც ჩემპიონობას იმსახურებდა
2016-07-11 02:44:00
პორტუგალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონია! 2016 წლამდე ექვსჯერ ყოფილან ნახევარფინალში, ერთხელ ფინალშიც, მაგრამ ვერა და ვერ დგამდნენ გადამწყვეტ ნაბიჯს. და აი, პარიზში ასწიეს თასი. მოუგეს იმ ქვეყნის ნაკრებს, რომელთანაც ისტორიულად სულ უჭირდათ და 1975 წლის მერე მოგებული არ ჰქონდათ, ჯამში კი ბოლო 10 თამაში ჰქონდათ წაგებული.
გრიზმანის დუბლით საფრანგეთი ფინალშია!
2016-07-08 01:29:00
2016 წლის ევროპის ჩემპიონატის მასპინძელმა საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონ გერმანიას 2:0 სძლია და სანუკვარ ტიტულამდე ერთი ნაბიჯიღა აშორებს. დიდიე დეშამის გუნდს ბოლო წინაღობა 10 ივლისს ელით, როდესაც პარიზულ “სტად დე ფრანსეზე” კრიშტიანუ რონალდუს პორტუგალიას დაუხვდება.
"As armas! As armas" - რონალდუც ბედნიერია და მთელი პორტუგალიაც
2016-07-07 01:50:00
"As armas! As armas! sobre a terra, sobre a mar" - "იარაღისკენ! იარაღისკენ! როგორც ზღვაზე, ასევე ხმელეთზე": ეს სიტყვებია პორტუგალიის ჰიმნში და ამ ქვეყნის ნაკრებიც ყველა მის ხელთ არსებულ იარაღს იყენებს ამ ევროპის ჩემპიონატზე.
მასპინძელი ნახევარფინალშია, ისლანდიური ზღაპარი დასრულდა
2016-07-04 01:35:00
პარიზულ “პარკ დე პრენსზე” გამართული მატჩის შემდეგ, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის ყველა ნახევარფინალისტის ვინაობა გაირკვა. როგორც მოსალოდნელი იყო, ჩემპიონობისთვის ბრძოლას აგრძელებს ტურნირის მასპინძელი საფრანგეთი, რომელმაც მეოთხედფინალამდე სენსაციურად მისული ისლანდია 5:2 გაანადგურა.
გერმანიამ ნავსი გატეხა
2016-07-03 03:10:00
გერმანიის ეროვნულმა ნაკრებმა იტალია ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში პენალტების სერიაში 6:5 დაამარცხა და ნახევარფინალის საგზური მოიპოვა. ოფიციალურ მატჩებში ბუნდესნაკრებმა პირველად მოახერხა იტალიის დამარცხება და ისიც აღსანიშნავია, რომ ლიოვის შეგირდებმა "სკუადრა აძურა" მხოლოდ პენალტების სერიაში დაამარცხეს.
უელსის ფეერიული საღამო
2016-07-02 01:50:00
ისლანდიიდან უელსზე უნდა გადავინაცვლოთ: პატარა ქვეყნები ამ ევროპის ჩემპიონატზე მართლაც გვაოცებენ. ისლანდია ჯერ არ ვიცით, გავა თუ არა ნახევარფინალში, აი, კრის კოულმენის გაწვრთნილები კი უკვე ოთხეულში არიან.
პორტუგალიას კვლავ გაუმართლა
2016-07-01 02:44:00
ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის პირველი 1/2 ფინალისტის ვინაობა ცნობილია. პორტუგალიის ნაკრებმა ძირითად დროში კვლავ ვერ იმარჯვა, თუმცა ამჯერად პენალტების სერიაში გაუმართლა და კონტინენტის ოთხ საუკეთესო გუნდში ისე მოხვდა, რომ ძირითად დროში არ მოუგია.
ისლანდიურმა ვულკანმა მერვედფინალში ამოხეთქა
2016-06-28 01:28:00
“ეს ინგლისის ნაკრების ისტორიაში ყველაზე მძიმე მარცხია. ჩვენმა ნაკრებმა წააგო ქვეყანასთან, სადაც ვულკანი უფრო მეტია, ვიდრე – პროფესიონალი ფეხბურთელი. ისლანდიამ დიდებულად ითამაშა”, - ეს სიტყვები წარსულში ცნობილმა ინგლისელმა ფორვარდმა გარი ლინეკერმა ნიცაში გამართული მერვედფინალის შემდეგ დაწერა, რომელშიც სენსაციურმა კუნძულელებმა 2:1 იმარჯვეს.
გულით თამაში შედეგს იძლევა - იტალია ნათელი მაგალითი!
2016-06-27 22:42:00
სანამ ევრო 2016 დაიწყებოდა, ბევრისთვის იტალიის ნაკრები ჩამოწერილი იყო და ჯგუფიდანაც ვერ გავიდოდა. მერე, “სკუადრა აძურამ” პირველ ტურში ბელგიას ლამაზ სტილში მოუგო, თუმცა კრტიკოსებზე ამანაც ვერ იმოქმედა. საინტერესოა, რა იქნება ახლა, როცა იტალიამ ესპანეთის ნაკრებს შესანიშნავ სტილში მოუგო, შანსი არ დაუტოვა და მეოთხედფინალში არა ფავორიტად შერაცხული “ფურიე როხა”, არამედ თვითონ გავიდა.
თამაში მაგარი და ედენ აზარი
2016-06-27 01:30:00
მერე რა, რომ უნგრეთი თავის ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდა, ხოლო ბელგია მეორეზე?! ყველამ იცის, რომ ამ ნაკრებებს შორის კონტრასტი დიდია და ტულუზში ეს მშვენივრად გამოჩნდა: მარკ ვილმოტსის ვარსკვლავთკრებულმა მადიარებს 4:0 მოუგო.
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.033075