Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
პორტუგალია - ერი, რომელიც ჩემპიონობას იმსახურებდა
2016-07-11 02:44 | ნახვები: 7786
1234567891011121314151617181920
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

პორტუგალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონია! 2016 წლამდე ექვსჯერ ყოფილან ნახევარფინალში, ერთხელ ფინალშიც, მაგრამ ვერა და ვერ დგამდნენ გადამწყვეტ ნაბიჯს. და აი, პარიზში ასწიეს თასი. მოუგეს იმ ქვეყნის ნაკრებს, რომელთანაც ისტორიულად სულ უჭირდათ და 1975 წლის მერე მოგებული არ ჰქონდათ, ჯამში კი ბოლო 10 თამაში ჰქონდათ წაგებული.

პორტუგალია ნიმუში იყო, თუ როგორ უნდა ჩაატარო ტურნირი ცივსისხლიანად, როგორ უნდა გადაანაწილო ძალები და რაც მთავარია, როგორ უნდა ითამაშო ტაქტიკურად გამართულად. ეს მწვრთნელის, ფერნანდო სანტუშის დიდი დამსახურებაც იყო - მისი გამჭრიახობა ფინალშიც გამოჩნდა, როცა შეცვლებით გამოასწორა თამაში. ედერის შემოყვანა რად ღირს - მგონი, სანტუშის გარდა არავის ახსოვდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე წაყვანილი იყო.

მეორე დამატებული ტაიმი ახალი დაწყებული იყო და პორტუგალიამ საიდანღაც გამონახა ძალა, სამი წუთის განმავლობაში მეტოქის ნახევარზე დასახლდა. 107-ე წუთზე რაფაელ გერეირომ (ჩემპიონატის, ალბათ, საუკეთესო მარცხენა მცველმა) საჯარიმო დარტყმით ხარიხა მოიკითხა, ხოლო მალევე გოლი გავიდა... ფორვარდმა ედერმა საჯარიმოს გარეთ მიიღო ბურთი, ერთ მეტოქეს გასცდა და მოულოდნელად გაისროლა კარისკენ - 1:0.

ბოლო წუთებში ფრანგებმა შტურმი ვერ მოახერხეს და საგოლე შანსიც არ ჰქონიათ. სახეზე ეტყობოდათ, რომ შოკირებულები იყვნენ.

მანამდე რა ხდებოდა? მე-9 წუთზე დაიწყო პორტუგალიის განგაში, როცა პაიემ მუხლი მუხლზე მიარტყა კრიშტიანუ რონალდუს და "რეალის" ვარსკვლავი ტკივილისგან დაიტანჯა. ძლივს გააგრძელა თამაში, მაგრამ გასაყვანი და საექიმო გახდა. ისევ შემოვიდა, მაგრამ 25-ე წუთზე საბოლოოდ მოუწია გასვლა... ფინალია, ფავორიტი არ ხარ და გამოგაკლდება გუნდის ლიდერი, გუნდის თილისმა - რამდენმა იფიქრა, რომ პორტუგალია განწირული იქნებოდა დარჩენილ დროში?

რთულია თქმა, პაიემ განზრახ იუხეშა თუ არა, მაგრამ ფაქტია, დიდი საქმე გაუკეთა საფრანგეთს. ისე, პაიეს ბრწყინვალება ნახევარფინალსა და ფინალში საერთოდ გაქრა, სადღა იყო მისი გარღვევები... ვერც ანტუან გრიზმანს წაუვიდა თამაში, მეტიც, სუსტად გამოიყურებოდა.

მუსა სისოკო - აი, ვინ იყო ყველაზე აქტიური მინდორზე. ვერ აჩერებდნენ, თანამემამულე მორაგბე შაბალივით ყველაფერს თელავდა და უდავოდ ფინალის საუკეთესო ფეხბურთელადაც დაასახელებდნენ, "მამლებს" რომ მოეგოთ.

ფინალის საუკეთესო მოთამაშე გახდა პეპე, რომელმაც არა მხოლოდ ეს მატჩი, მთლიანად ევროპის ჩემპიონატიც უჩვეულოდ მშვიდად ჩაატარა.

საკვანძო მომენტი ბევრი იყო, მაგრამ აბა, ჟინიაკის შანსს რა შეედრება. შეცვლაზე შესულმა საფრანგეთის 10 ნომერმა საჯარიმოში მიიღო ბურთი, პეპე მოკლე მონაკვეთში მოატყუა და ახლო კუთხეში ძელს მოარტყა ბურთი... გაუმართლა პორტუგალიას.

გაუმართლა და კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ამ ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ სახელები არ თამაშობენ - მთავარი გუნდურად დაყენებული მოქმედებაა და აი, მაგალითიც: პორტუგალიამ ფინალი რონალდუს გარეშე მოიგო.

რონალდუ, რომელსაც მეოთხე ოქროს ბურთი ალბათ ვეღარსად "გაექცევა", ბოლო წუთებში ლამის დასაბმელი გახდა: თან სიმწრისგან ტიროდა, თან სიხარულისგან და თან ფერნანდო სანტუშის გვერდში მდგომი თანაგუნდელებს ამხნევებდა, შენიშვნებს აძლევდა - თითქოს მწვრთნელობა შეითავსაო.

აი, რა თქვა ედერმა: "თამაშში სანამ ჩავერთვებოდი, რონალდუმ მითხრა, გადამწყვეტ გოლს შენ გაიტანო".

პორტუგალიას ჰყავდა ბრწყინვალე გუნდი ეუსებიოს მეთაურობით, ჰყავდა დიდებული თაობა ფიგუ-რუი კოშტას პერიოდში და აი, მაინც მოახერხა ტიტულის მოპოვება. ეს პატარა ქვეყანა ფეხბურთში ერთ დიდ გამარჯვებას იმსახურებდა.

10 ივლისი. 23:00. პარიზი. "სენ დენი"

პორტუგალია-საფრანგეთი 1:0 (დამატებით დროში) VIDEO

პორტუგალია: რუი პატრისიუ, სედრიკი, პეპე, ფონტე, რაფაელი, ვილიამ კარვალიო, ჟოაო მარიო, ადრიენ სილვა (მოუტინიუ 66), რენატო სანჩესი (ედერი 79), ნანი, რონალდუ (კვარეჟმა 25)

მწვრთნელი: ფერნანდო სანტუში

საფრანგეთი: ლორისი, სანია, უმტიტი, კოშელნი, ევრა, პოგბა, სისოკო, მატუიდი, გრიზმანი, პაიე (კომანი 58), ჟირუ (ჟინიაკი 78)

მწვრთნელი: დიდიე დეშამი

გოლი: 1:0 ედერი (109)

გაფრთხილება: სედრიკი (34), ჟოაო მარიო (62), უმტიტი (80), რაფაელი (95), მატუიდი (97), ვილიამ კარვალიო (98), კოშელნი (107), პოგბა (115), ფონტე (119), რუი პატრისიუ (120+2)

მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი)

ბურთის ფლობა %: 47-53, დარტყმა: 9(3) - 18 (7), კუთხური: 5-9, თამაშგარე: 1-2, სეივი: 7-2, ჯარიმა: 12-13

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: პეპე


კომენტარები (23)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:25 | 11.07.2016
antitotalizatori (1466)

fcbayernmunich (3881)-ნუ უზრდელობ, თორემ მოგხვდება მკითხავ პირში

14:35 | 11.07.2016
Kala94 (5727)

ბრავო პორტუგალიელებს ! ბოლომდე იბრძოლეს და ჩემპიონობაც დაიმსახურეს !

11:46 | 11.07.2016
korben dallas (4051)

მართლაც რომ იმსახურებдა პორტუგალია ამას. საფეხბურთო ნონსენსი იყო, რომ ამ ქვეყანას ტიტული არ ჰქონдა.
აдრე აქ პორტუგალია გრანдაд მოვიხსენიე дა ალმაცერაд შემომხეдეს, ეგ რანაირი გრანдიაო.
дღეიдან უკვე არის.
არ მომეწონა ეს ევრო, მაგრამ რაღაცნაირაд ინдური კინოსავით კი дამთავრдა DDDD
ამიტომ მაინც სასიამოვნოд გამახსენдება ხოლმე...

13:17 | 11.07.2016
BEERTRANCE (87587)

და მემგონი 2020-ის ევრო ამაზე უარესი იქნება.

11:41 | 11.07.2016
giorgi8019 (32)

საფრანგეთი მხოლოდ მაშინ გახდება ჩემპიონი როცა მწვრთნელიც ზანგი იქნება,ხო კიდო ფედერაციის პრეზიდენტიც ზანგი რო იქნება,ქვეყნის პრეზიდენტიც და საერთოდაც სანამ ერთი თეთრკანიანი დაიარება საფრანგეთის მინდორ-ველზე (ქუჩაშიც) ეს გუნდი ვერ ეღირსება ჩემპიონობას.(თვითონ ფრანცუცუზები ამ აზრზე არიან)

11:09 | 11.07.2016
FC.BAYERN+GERMANY (8333)

ჩაგაჯვით ევრპოპის ჩემ ი პონატში მსაჯობაშI და ჩაგაფურთხეთ სუ ლში

11:08 | 11.07.2016
FC.BAYERN+GERMANY (8333)

Alessio
მისმინე ბრატან მუსოლინი როა რა ის ორი მსოფლიოს ჩემპეონობაც არ გეკუთნოდათ ხოდა ეგეთI მსოფლიო ჩემპიონების დ. მ და გერმნია კიდე ნახევარი იეგბდა გაყოფილი რო იყო ლ ოლზ

10:54 | 11.07.2016
cerber1 (34)

საღოლ პორტუგალიას,საღოლ რონალდოს,საღოლ ყველას ვინც იომა და მოიგეს...დამატებულ დროებში ამდენი თამაშის გაძლება ამ ხალხს ლობიოს ჭამა ჰგონიათ

10:28 | 11.07.2016
bombora-bax (208)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის ავტომატური ბლოკირების მიერ, ის შეიძლება დაიშვას მოდერატორის მიერ

10:29 | 11.07.2016
bombora-bax (208)

რა გინდა ადმინ მითხარი?რატო ბლოკავ პოსტს?საქმე არაფერი გააქვს?

10:06 | 11.07.2016
antitotalizatori (1466)

რა ვალი დაუბრუნეს და რა სისულელეებს ბოდავთ... მოიგო გუნდმა და ყოჩაღ, რა მკითხავ - მჩხიბავები გახდით დედაბრებივით

14:04 | 11.07.2016
fcbayernmunich (3892)

სიტყვები გააკონტროლე, თორემ უკანალის გაკონტროლება მოგიწევს სოფლის პუ.ტ.ან.კასავით. ყველა ვირტუალური ბეზპრედელის დ.დ..შ...ვ..ც..ი......

10:05 | 11.07.2016
bavaria-munchen5 (531)

კარგად დამთავრდა მაინც ყველაფერი. იტალიას და იუვენტუს კი კიდევ ბევრჯერ მოხვდებათ გერმანულად

10:22 | 11.07.2016
shakooo7 (1879)

გერმანიას ყოველთვის ესე ვერ გაუმართლებს, რომ განახევრებულ იტალიას შეხვდეს

10:02 | 11.07.2016
BEERTRANCE (87587)

ევრო 2000 ნაირ ჩემპიონატს ალბათ ვეღარასდროს ვიხილავთ (ტურნირის ზოგად დონეზე ვამბობ)

09:36 | 11.07.2016
ogafa (3076)

პორტუგალიის ნაკრები 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია!

09:27 | 11.07.2016
აგუერო (6515)

სისოკოს არ იმსახურებს ნიუკასლი რომელიმე ინგლისური გრანდი წაიყვანს სავარაუდოდ არსენალი

09:18 | 11.07.2016
აგუერო (6515)

რა ღირსეული ჩემპიონი მილიონი მომენტი ქონდა საფრანგეთს მაგრამ პატრისიო იყო შეუდარებელი ოქროს ბურთი მას უნდა გადაცენ

10:03 | 11.07.2016
dadado9 (13297)

ყველაზე დიდი ალოგიკურობა რომ ლოგიკად ვაქვიეთ თუ ატყობთ? რა მომენტიც არ უნდა ქონდეს ერთ გუნდს მეკარე რა ზანგია თუ ადამიანი და გუნდის მოთამაშე არ არის? მეკარე რომ იმ მაგარ მომენტს გაანეიტრალებს როცა აღების შანსი 10% არ არის და გატანის 90% არის ამას რომ ადამიანი ჩაიდენს ის ადამიანი და ის გუნდი უფრო არ იმსახურებს გამარჯვებას ვიდრე ვიღაც 10 ლარიანი ზანგების ხროვა რომლებიც ამხელა შანსს ვერ იყენებენ?

11:02 | 11.07.2016
cerber1 (34)

100% ხარ ძმაოო

09:15 | 11.07.2016
giorgiusi (618)

ძალიან გამიხარდა საფრანგეთმა რომ წააგო. ფინალშიც რიცოლი უნდა დაენიშნათ და ძირითად დროში მოიგებდა საფრანგეთი. სამარცხვინო გუნდია.

08:59 | 11.07.2016
majlajuna (573)

მართლა არ მესმის იმ ხალხის რომლებიც პორტუგალის ღირსეულ ჩემპიონად მოიხსენიებენ, ყველაზე უღირსი ჩემპიონი აქამდე იყო საბერძნეთი, რომელსაც ხონჩით მიართვეს ჩემპიონობა, ახლა კი მას პორტუგალია დაემატა, რომელიც ჩემპიონი მხოლოდ იმიტომ გახდა რომ 2004 წლის ვალი დაუბრუნეს. მხოლოდ გერმანია ან იტალია იქნებოდა ღირსეული ჩემპიონი წელს

08:28 | 11.07.2016
N O D (545)

მშვენიერი შედეგი! ისეთი, რომელზეც ვერც ვოცნებობდი ჩემპიონატის დასაწყისში, თუმცა ძაან კი მინდოდა. წელს ევროპის ჩემპინად პორუგალია-ბელგიიდან ერთ-ერთის ნახვა მინდოდა და აჰა!
ღირსეული ჩემპიონები!
ისე მესი ყოფილა სიხარულისგან მეცხრე ცაზე

07:55 | 11.07.2016
MARGVELI (1553)

ვიზიარებ ბარსელონას და მესის მწუხარებას

04:40 | 11.07.2016
Alessio (140)

არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ, გერმანია რომ იტალიას გამოაგდებს საიდანმე (მნიშვნელობა არ აქვს საიდან) სამარცხვინოა ის ტურნირი და ასეთი ჩემპიონიც.

05:10 | 11.07.2016
samtrediel (6934)

შენ ლოგიკის მამა ხარ გეტყობა.

03:36 | 11.07.2016
ogafa (3076)

პორტუგალია ევროპის ჩემპიონია!

03:13 | 11.07.2016
anna RAFA (3304)

ნდვილად დაიმსახურა პორტუგალიამ ეს დიდი გამარჯვება,რონისაც ეკუთნოდა სანაკრებო ტიტული,ძალიან შემეცოდა ტრამვა რომ მიიღო,იმედია სერიოზული არაფერია და მალე გამოჯამრთელდება!!!

03:11 | 11.07.2016
berodaviti (2335)

დასრულდა სამარცხვინო ევროპა...

რაო მამლებო დიაცებო აღარ გყავდათ რიცოლი ?!

სუფთა მსაჯობით დარჩით ოფსაიდში ?!

რიცოლი ჩალის ფასი ხარ...

DEUTCHLAND UBER ALLES !!!

08:55 | 11.07.2016
majlajuna (573)

რა შუაშია რიცოლი, შედეგი იგივე იქნებოდა ნებისმიერი მსაჯის დროს, აი პენალტი კი მართლა იყო და აღიარეთ ეს

02:59 | 11.07.2016
fcbayernmunich (3892)

პორტუგალია - ერი, რომელიც ჩემპიონობას იმსახურებდა 2004 წელს და რომელი ვალიც 2016-შI გადაუხადეს. ))))

08:54 | 11.07.2016
majlajuna (573)

100% , მაშინ საჭირო იყო საბერძნეთის ჩემპიონობა, პორტუგალიას პატიოსნად დაუბრუნეს ვალი

ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.063666