Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ალბანეთის ისტორიული გამარჯვება და შანსი პლეი-ოფისთვის
2016-06-20 01:28 | ნახვები: 8897
12345678910111213141516
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

ალბანეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა, ალბანეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გოლი გაიტანა, ალბანეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მოიგო, ალბანეთის ნაკრებს შანსი აქვს ჯგუფიდან გავიდეს – დიახ, მეგობრებო, არ გვეჩვენება, ეს ყველაფერი ცხადია.

ჯანი დე ბიაზის გუნდმა პირველ ორ ტურშიც მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა მაშინ ის უქულოდ დარჩა. რუმინეთის ნაკრებთან კი, ასე არ მოხდა. არმანდო სადიკუმ 43-ე წუთზე ისტორიული გოლი გაიტანა თავისი ქვეყნისთვის, მისი გოლით ალბანელებმა ვლახებს სძლიეს და ჯგუფური ეტაპი მართალია 3 ქულით, მაგრამ მესამე ადგილით დაასრულეს და ახლა სხვა ქვეჯგუფებში შექმნილ სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული. მოკლედ, დიდი შანსია ეს ნაკრები მერვედფინალში ვიხილოთ და ეს აშკარად უფრო დამსახურებული იქნება, ვიდრე რუმინეთი რომ გასულიყო. ანგელ იორდანესკუს ნაკრებმა გახსნის მატჩში საფრანგეთთან კარგად ითამაშა, მაგრამ მის მერე შეიძლება ითქვას ტურნირზე ფეხი არ გაუნძრევია. ვლახებმა ორი გოლი შეაგდეს და ორივე პენალტით – ამითაც ყველაფერია ნათქვამი. ალბანეთის ნაკრების ფეხბურთელებს, სამწვრთნელო შტაბს და ყველას, ვინც ამ ნაკრებთან ასოცირდება, მხოლოდ ქება და დიდება ეკუთვნით.

ყველა მოთამაშე მოედანზე თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს დებდა განვლილ სამ მატჩში და უგულოდ არცერთს უთამაშია. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ ახლა ალბანეთის ნაკრების შესახებ ვსაუბრობთ. ახლა კი, უნდა დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას და გავიგებთ, გავიდა თუ არა პლეი-ოფში ჯანი დე ბიაზის ალბანეთის ნაკრები...

რუმინეთი – ალბანეთი 0:1 (0:1)

ლიონი, “სტად დე ლიონი”

მაყურებელი: 50 000

რუმინეთი (4-2-3-1): ტატარუშანუ; საპუნარუ, გრიგორე, ჩირიკეში, მაცელი; პრეპელიცა (სანმარტეანი 46), ჰობანი; პოპა (ანდ ონე 68), სტანჩუ, სტანკუ; ალიბეკი (ტორჟე 57)

მწვრთნელი: ანგელ იორდანესკუ

ალბანეთი (4-5-1): ბერიშა; ჰისაი, აიეტი, მავრაი, აგოლი; ლილა, აბრაში, ბაშა (სანა 83), მემუშაი, ლენიანი (როში 77); სადიკუ (ბალაი 59)

მწვრთნელი: ჯანი დე ბიაზი

გოლი: 0:1 სადიკუ (43)

გაფრთხილება: მაცელი (53), საპუნარუ (85), ტორჟე (90) - ბაშა (6), მემუშაი (85), ჰისაი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (3) – 14 (6) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 2:6 თამაშგარე: 1:5

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: არლინდ აიეტი

მსაჯი: პაველ კრალოვეცი (ჩეხეთი)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.044417