ბოსნია-ჰერცოგოვინის ნაკრებისა და იტალიური "რომას" ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი აცხადებს, რომ გუნდი მუნდიალის პირველ მატჩს არგენტინის წინააღმდეგ შიშის გარეშე ითამაშებს.
"ჩვენ ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს შევხვდებით და არ გვეშინია, რადგან ჩვენი ძალების გვჯერა. ჩვენი ფეხბურთელები სხვადასხვა კარგ კლუბებში თამაშობენ და ნებისმიერ ფავორიტ ნაკრებთან ტოლსწორად თამაში შეგვიძლია. ჩვენი მიზანი ბრაზილიაში მოხვედრა იყო და ეს ამოცანა შევასრულეთ." - განაცხადა პიანიჩმა.
შეგახსენებთ, რომ ბოსნია-ჰერცოგოვინის ეროვნული ნაკრები მუნდიალზე პირველად იასპარეზებს და პირველივე მატჩს, 16 ივნისს, არგენტინის წინააღმდეგ ჩაატარებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია