ბრაზილიაში არგენტინის ნაკრებმა ღია ვარჯიში ჩაატარა, მაგრამ ნაადრევად შეწყვიტა. ამის მიზეზი მინდორზე ათზე მეტი გულშემატკივრის შეჭრა გახდა. დაცვამ არგენტინელთა ფანების შეჩერება ვერ შეძლო.
ერთ-ერთი მათგანი ლიონელ მესისთან მიიჭრა, მის წინ დაიჩოქა და ბუცები გაუწმინდა. მესიმ ქომაგს მაისური აჩუქა. რამდენიმე წამში კი მასთან უკვე სხვა გულშემატკივარი მივარდა, რომელიც ტყუპისცალივით ჰგავდა ბრაზილიელ რონალდინიოს და ამან არგენტინის ნაკრების ლიდერი ძალიან გაახალისა.
Guardian-ის ცნობით, არგენტინის ნაკრებს 10 ათასზე მეტი მაყურებელი დაესწრო.
ამ ამბის ამსახველი ვიდეო უკვე ინტერნეტშიც გავრცელდა: http://www.youtube.com/watch?v=t0rT2K3FYXo
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია