რიო დე ჟანეიროს სამი აეროპორტის თანამშრომლები ქვეყნის ხელისუფლებისგან ხელფასის გაზრდის მოთხოვნით დღეიდან გაფიცვის ახალი ტალღის აგორებას იწყებენ. სამხრეთამერიკული გამოცემების ცნობით, გაფიცვის პირველ დღეს – 12 ივნისს “გალეაოს”, სანტოს დიუმონისა” და “ჟაკარეპაგუას” აეროპორტების თანამშრომელთა მხოლოდ 80 % იმუშავებს, საჭიროების შემთხვევაში კი პროტესტის მასშტაბი უფრო გაიზრდება.
გაფიცვის უკან პროფკავშირები დგანან, რომლებიც გასამრჯელოს 5,6 პროცენტით გაზრდას მოითხოვენ.
სოციალური პირობების გაუმჯობესების მომთხოვნთა გარდა, მსოფლიო ჩემპიონატის ბრაზილიაში ჩატარების მოწინააღმდეგეებიც გვარიანად აქტიურობენ და დღე არ გავა, რომელიმე ქალაქში საპროტესტო აქცია არ გაიმართოს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია