ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუიშ ფელიპე სკოლარიმ ხორვატიასთან გასამართი მატჩის წინ, პრესკონფერენციაზე თავისი გუნდის ლიდერი ნეიმარი აქო და ადიდა. სკოლარი დარწმუნებულია, რომ “ბარსელონას” ბრაზილიელი შემტევი მომავალ მუნდიალზე ერთ-ერთი საუკეთესო იქნება.
“ნეიმარის წინააღმდეგ თამაში რომ მიწევდეს, ძალიან ვინერვიულებდი. ალბათ შეხვედრის წინა ღამეს ვერც კი დავიძინებდი. იმპროვიზაციის არაჩვეულებრივი ნიჭი აქვს. თამაშის სცენარის დაწერის დიდოსტატია და მჯერა, მსოფლიო ჩემპიონატზეც აუცილებლად დაამტკიცებს თავის ძალას” – უთხრა სკოლარიმ ჟურნალისტებს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია