|
დარიო სრნა: “ნეიმარს სასტუმროს ნომერში ჩავკეტავ”
2014-06-12 14:11 | ნახვები: 1517
1
ხორვატიის ნაკრების კაპიტანმა დარიო სრნამ მუნდიალის გახსნის მატჩის წინ მოკლე კომენტარი გააკეთა და ორიგინალურად ახსნა ნეიმარის განეიტრალების მეთოდი: “შევეცდები, ნეიმარი ჩავკეტო. თუ სხვა შანსი არ მექნება, სასტუმროს ნომერში ჩავკეტავდი. ვიცი, რომ გამორჩეული ტალანტია და მას დიდ პატივს ვცემ. ზოგადად კი, ხორვატიის ნაკრებს არავისი ეშინია. ბრაზილიაში ლამაზი თვალების გამო კი არა, იმიტომ მოვხვდით, რომ ძლიერი გუნდი ვართ” – აცხადებს ხორვატთა მარჯვენაფლანგელი. |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია