ბრაზილიის მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებით პროგნოზი დიეგო არმანდო მარადონამაც გააკეთა. მუნდიალ86-ის ტრიუმფატორის აზრით, წლევანდელი ტურნირის ფავორიტი იოაჰიმ ლიოვის გერმანიის ნაკრებია, შეჯიბრების საუკეთესო მოთამაშედ გახდომის რეალური შანსი კი მიუნხენის “ბაიერნისა” და “ბუნდესმანშაფტის” წევრ მარიო გიოტცეს აქვს.
“გერმანიას ყველაზე კარგად მომზადებული ნაკრები ჰყავს. მართალია, ევროპელებს ბრაზილიის სტადიონებზე გაუჭირდებათ, მაგრამ გერმანელებისთვის გამონაკლისს გავაკეთებდი. არასდროს დამავიწყდება, როგორ მოიგეს მათ თავიანთი ბოლო მუნდიალი 1990 წელს იტალიაში. რასაკვირველია ისიც კარგად მახსოვს, როგორ გაგვანადგურეს 4 წლის წინათ სამხრეთ აფრიკაში. ლიოვის განკარგულებაში ფანტასტიკური ფეხბურთელები არიან. მან კარგად მოახერხა ახალგაზრდა და გამოცდილ მოთამაშეთა შეხამება. ყურადღება მიაქციეთ მარიო გიოტცეს. ამ ბიჭს განსაკუთრებული საფეხბურთო ტალანტი აქვს”, - “მარადონა რეის” ეს სიტყვები GOAL.COM-ს მოჰყავს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია